#43630026 · 1 Feb 2015, 19:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძვირფასო მეგობრებო, საშუალება მეძლევა ჩემი მშობლიური ქალაქის, გურჯაანის განვითარებაში შევიტანო წვლილი. როგორ, რანაირად ამის ახსნა ცოტა გამიჭირდება, უბრალოდ მაქვს თხოვნა, თუ ვინმემ იცით გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრობლემები, ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები. იცნობთ გურჯაანელებს, მოგისმენიათ მათი გადმოსახედი ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით და გიფიქრიათ პრობლემების ადეკვატურად გადაჭრის გზებზე, გთხოვთ არ დაინანოთ ენერგია და ორიოდე სიტყვით მითხრათ, თუ რომელი პრობლემებია გურჯაანში მნიშვნელოვანი და რა ბერკეტებით შეიძლება მათთან ბრძოლა. გმადლობთ ყურადღებისთვის;
|