დიახ, არ გვაქვს იმდენი ჭკუა და გონება, რომ ამ ქვეყანაში არსებული მწირი სამუშაო ადგილების შემხედვარემ ათას ლარზე მეტი გამოვიმუშაოთ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმდენი ჭკუა კი გვაქვს, როდესაც იმედს გაგვიცრუებენ, გული ავიყაროთ მასზე და მოთმინებით დაველოდოთ ახალ არჩევნებს.
დიახ, ბატონო ბიძინა, ჩვენ საზოგადოება ვართ და ჩვენც გვაქვს ძალა. სწორედ ძალისა და თქვენი პერსონის გამოყენებით შევცვალეთ წინა ხელისუფლება. თქვენ ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს თქვენ შეცვალეთ საზოგადოების დახმარებით წინა ხელისუფლება, მაგრამ გვაპატიეთ პირდაპირობისთვის, მაგრამ ეს ჩვენ გამოგიყენეთ თქვენ, რომ "ნაციონალები" მოგვეშორებინა ხელისუფლებიდან.
ჩვენ ისევ აქ, ამ ქვეყანაში, და ზუსტად იგივე პრობლემების წინაშე ვართ, ბატონო ბიძინა. ჩვენ არ შევცვლილვართ, ან კი რა შეგვცვლიდა, შეცვლა და ცხვირის აბზეკვა ხომ კარგმა ცხოვრებამ და ბევრმა ფულმა იცის (თუ ვერ ხვდებით რას ვგულისხმობთ, თქვენი მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს გადაავლეთ თვალი და მიხვდებით, ჭკვიანი კაცი ხართ, მხოლოდ ნიცშეს ანალიზით ხომ არ ამოიწურება თქვენი შესაძლებლობები), ჩვენ კი გაგიკვირდებათ და, ისევ ისეთი ღარიბი ერი ვართ და ისევ ისეთი დაუსაქმებლები, როგორც ადრე, მიშას დროს. სულ ფულზე და მატერიალურ უუნარობაზე რომ არ გეწუწუნოთ და მაღალ მატერიებზე ვისაუბროთ, თქვენ წარმოიდგინეთ და დღესაც ისევე გვწყურია სამართლიანობის აღდგენა, როგორც მაშინ, იმ დროს, როდესაც თქვენ ჩვენთან ერთად მოითხოვდით ამას...
იახ, დიახ... ალბათ გახსოვთ, რა ემართებათ მთავრობებს, რომლებიც საზოგადოების ჭარბი ნდობით ზულუქდებიან. ალბათ გახსოვთ, როგორ იცვლება კაცის ხასიათი იმის მიხედვით, მაძღარია მისი კუჭი, თუ მშიერი... მშიერი კაცი ძალიან აგრესიულია, ბატონო ბიძინა, ძალიან, და ზოგჯერ ამ აგრესიულობას თქვენი ნდობა კი არა, უახლოესი ადამიანების ნდობა და სიყვარულიც კი ეწირება ხოლმე... ასე რომ, პატივცემულო, ვიდრე თქვენმა ამ ტონმა, რომელიც ქვეყანაში არსებული ძალიან, ძალიან მძიმე სოციალური ფონისა და მთავრობის უსუსურობის დაფარვას ცდილობს, სულ დაგვავიწყა ყველა კეთილი საქმე, რომელიც გიკეთებიათ, ნუ გაზულუქდებით საზოგადოების ნდობით და თუ საზოგადოების ნაწილი ხართ, დაეშვით ჩვენს დონემდე, ჩვენს პრობლემებამდე, მით უფრო, რომ წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, ახლა წვერის ინით შეღებვა და ქუჩაში გავლა სულაც აღარ არის საჭირო ხალხის პრობლემების გასაცნობად; სრულიად საკმარისია გადახედოთ "ფეისბუქს", ფორუმებსა და ხალხის აზრს მედიაში, და ნაცვლად იმისა, რომ იმ ოხერ ცხრა წელს ორასსერიანი სულელური სერიალი მიუძღვნათ, ნიცშეს ფილოსოფიის შემდეგ იმ მთავრობის მოქმედების ანალიზი გააკეთეთ, რომელზეც თავად აიღეთ პასუხისმგებლობა, თორემ, უკვე გითხარით და აღარ განვმეორდები მშიერი კაცის აგრესიულობაზე, ბატონო ბიძინა.
http://www.ambebi.ge/politika/121998-chven...?add=1#commentsბიძინასაც უტევენ , ამ ბრძენ კაცს.
And when I leave, you will finally understand, why storms are named after people.