გამარჯობათ, ლიფტინგის მოყვარულთათვის მინდა დავწერო გრანდ ჩეროკზე ჩემი პატარა გამოცდილება არსებული ლიფტინგის დადებითობისა და უარყოფითი მხარეებისა რაც გაუკეთე ჩემს მანქანას.
დავიწყოთ იქიდან რომ მყავს 2003 წლიანი გრანდ ჩეროკი ოვერლენდი 4,7 ჰაი ოტფუთი. მისი კლირენსი როგორც ყველა ოვერლნდს 210 მმ-ია რაზეც დამეთანხმებით ოფროუდის ექსტრიმით გატაცებული ხალხი, ცოტა არ იყოს და დაბალია, თუ იმასაც გავითვალისწინებს რომ რაზდატკის დამცავი ძალიან დაბლა აქვს დაწეული, მითუმეტეს დაბალია.
შეძენიდან 2 კვირაში გავაკეთე შემდეგი რამ. შევიძინე მისივე ზომებზე გამოჩარხული რეზინები წინა 2,5 ინჩით და უკანა 2 ინჩით. დაუყენე და აწია დაახლოებით 6,35 სმ წინა მხარე და 5,08 უკანა მხარე. დაულაგე ზამბარების ქვემოდან და არა ზემოდან როგორც ზოგიერთ საიტებზეა მოცემული. ქვემოდან დავალაგე იმიტომ რომ სიმყარე მეტია ამ შემთხვევაში, რეზინა დევს და ზამბარა ზემოდან აწვება, ზემოთ კი რეზინას აწვება ზამბარა, სხვა არაფერი არ იჭერს. დიდი ხოდის შემთხვევაში შეიძლება პოზიცია იცვალოს რეზინამაც და ზამბარამაც ამიტომაც ვარჩიე ქვემოდან. მივიღე საშუალოდ 5 სმ-ნი ლიფტი და მანქანის გაუხეშება(დაგრუბება) ამას დავამატე ისიც რომ დავაყენე 245/65/17 ეგრეთწოდებული ლიპუჩკები და დაემატა პლიუს 1,5 სმ
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)