ესეიგი ჩვევა მაქვს წიგნს რო ვკითხულობ რაღაცეებს ვნიშნავ უცხო სიტყვა იქნება თუ მჭევრმეტყველური ციტატა და შემდეგ კომპპიუტერში ვაგდებ , შესაბამის ფოლდერში და გადავხედავ ხოლმე ხანდახან და თქვენც თუ ეგრე ხართ ან გახსოვთ რამე
საყვარელი წიგნებიდან დამახსოვრებული ფრაზები ან ციტატები დაწერეთ...

----
ადამიანი მუდამ თავის თავს ეწინააღმდეგება , იგი თავის იმედებს ატყუებს თავისი ახლანდელი უბედურებით , ხოლო თავის უბედურებას - მომავლით, რომელიც მას არ ეკუთვნის , ყველა თავის მოქმედებას მერყეობისა და სისუსტის ნიშანს აჭდობს . ამ ქეყანაზე არაფერია სრულყოფილი , გარდა უბედურებისა. ბალზაკი
მე ვარ ნაწილი მთელი იმ ნაწილისა, ვისაც სწადია ქმნას ბორიტი, მაგრამ იქმს კეთილს. გოეთე
მე შემიძლია გითხრა ჩემო კეთილო მეგობარო, თუ რისი უნდა გჯეროდეს: მიყევი ცხოვრებას. ის გასწავლის უკეთ, ვიდრე წიგნი ან ორატორი. გოეთე
სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით. გოეთე
ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება. ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება. დოსტოევსკი
ჰუმანიზმი კი ყველაფრის საწყისად ადამიანს თვლიდა , მის მიწეიერ ინტერესებს , მის თვისუფალ აზროვნებასა და სიცოცხლის სიხარულს იცავდა და ამბობდა
ზეცა თუნდაც ბეღურებს დარჩენიათო . პრომეთე
საქმე ის კი არაა , ვის რა შეხედულებები აქვს , საქმე ისაა , ვინ რა კაცია . ყველაფერს სჯობია , არავითარი შეხედულება არ გქონდეს და შენ საქმეს ემსახურებოდე.. თომას მანი