წარმოგიდენთ ძალიან საინტერესო MMORPG თამაშს.
თამაშში არის ორი მტრულად განწყობილი მხარე Фракция Славы და Фракция Света.
პვპ მიდის ყველგან, მათ შორის ქალაქებშიც, რადგან ქალაქის მცველებს კიდიათ მტრული ფრაქციის წევრ(ებ)ი შემოვლენ ქალაქში, დალეწავენ და დაანგრევენ თუ არა მას.
ყოველი მტერის მოკვლაზე გეძლევა ღირსების ქულა (очки чести), საპირისპიროდ ყოველ წაგებაზე ქულა გაკლდება.
თამაშში ხუთი კლასია:
1) მეომარი - ა) ტანკი - განვითარების გზა - Воин-Рыцарь-Паладин-Храмовник, ბ) DD ანუ დიმიჯ დილერი - განვითარების გზა - Воин-Рзбоиник-Берсерк-Вождь;
2) მშვილდოსანი - ა) სხვადასხვა შხამების და დებაფების სპეციალისტი, აქვს ინვიზის და სტელსის, განვითარების გზა - Стрелок-Охотник-Фантом-Лесной Охотник, ბ) ძლიერი კრიტების, სხვადასხვა ბომბების და საფრთხობელების სპეციალისტი Стрелок-Разведчик-Следопыт-Страж Леса.
3) დრუიდი - ა) DD - განვითარების გზა - Друид-Мистик-Шаман-Душелов. ფლობს მაქციად და დრაკონად ქცევის ხელოვნებას, როდესაც ერთ-ერთ მათგანად გადაიქცევა, იყენებს მაქციისთვის ან დრაკონისთვის განკუთვნილ სპეცსკილებს. მაქცია ძალიან ძლიერია პვპ-ში, მობებთანაც გიჟოა. ბ) ჰილერი, ერთადერთი მკურნალი თამაშში, განვითარების გზა - Друид-Призыватель-Хранитель-Отшельник. აქვს ჰილის რამოდენიმე სკილი,შეუძლია დაბრედილის რეანიმაცია, დგამს სხვადასხვა დებაფ ტოტემებს, ხოლო ბრძოლაში ეხმარება სამონი ტყის სული ან გიბონი, რომლებსაც თავის მხრივ გააჩნიათ სხვადასხვა ბაფები. მე რასაც ვუყურებ ყველა გიბონით დარბის. კარგად გაზმანული და ნაკაჩავები მკურნალი ფაქტიურად უკვდავია
შენიშვნა - DD დრუიდი ანუ მაქცია, მაგიური ძალით ურტყამს და არა ფიზიკურით, შესაბამისად თუ ამ კლასით ითამაშებთ, M. ATK-ის განვითარებას უნდა მიაწვეთ,4) მაგი - ა) ყინულის მაგი - განვითარების გზა - Маг-Маг Льда- Ледяной Убийца- Ледотвор. ძალიან საინტერესო კლასია, შეტევა ცეცხლის მაგზე პატარა აქვს, მაგრამ ფლობს კონტროლის უამრავ სკილს, აქვს ორი ყინულის ფარი. 65 ლვლ-დან იძახებს ყინულის დრაკონს, რომელიც მნიშვნელოვნად აკომპენსირებს შეტევის შედარებით სისუსტეს , კონტროლ სკილების წყალობით საკმაოდ ძლიერია პვპ-ში (მშვილდოსნებთან უჭირს გასაგები მიზეზის გამო . ბ) ცეცხლის მაგი Маг-Маг Огня-Пиромант-Инфернал - უძლიერესი შეტევის მქონე მაგი, აქვს უამრავი AOE სკილი, რომელთა წყალობითაც კაჩაობაში ბადალი არ ყავს. არც პვპ-ში უნდა იყოს სავარაუდოდ ცუდი, მაგრამ ყინულისგან განსხვავებით კონტროლის ამბებში მოიკოჭლებს, თუმცა ვიმეორებ ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს.
და ბოლოს მეხუთე კლასი, რომელიც იხსნება მას შემდეგ, რაც ექაუნთზე შექმნილი რომელიმე ჩარი 40 ლვლ-ს მიაღწევს (სულ სამი ჩარი შეიძლება იყოლიო ერთ ექაუნთზე):
პანდარიანები ანუ მარტივად რომ ვთქვა პანდები. ჯერ ჯერობით არ ვიცი რა პლიუს-მინუსები აქვს ამ კლასის ორივე განშტოებას, მაგრამ ცუდი არაფერი მსმენია მათზე, პირიქით უამრავი ადამიანი აქებს მათ.
თამაშში არის ნორმალური ბალანსი, არა არის ე.წ. ნაგიბატორი და ფარჩაკი კლასები. ყველა კლასი საკაიფო და ხოშიანია, როგორც სოლოსთვის, ისე ფართისთვის. ნუ რა თქმა უნდა უპირატესობას ყოველთვის ფლობს ის, ვისაც მაღალი ლეველის და კარგად ჩაცმული ჩარი ყავს, თუმცა არჩეული ჩარით თამაშის ცოდნაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დღეს მაგალითად ვნახე 61-ე ლვლ-ის ეის მეიჯმა როგორ მიაფარჩაკა 67-ე ლეველის ბერსერკი, რომელიც ერთადერთ რამეს, მიხტომას ფლობდა ასე თუ ისე კარგად, დანარჩენის არაფრის აზრზე არ იყო.
თამაშის ძირითადი რესურსებია მადანი და ბალახეული.
ყოველ მოპოვებულ (გადამუშავებულ) მადანსა თუ ბალახეულზე, 1 ერთეულით იმატებს უნარი, რომელიც მიაღწევს თუ არა განსაზღვრულ ნიშნულს, გადადის შემდეგ ლეველზე (კლასს სკილებიც ანალოგიურად ვითარდება). გარდა ამისა ყველაფერს აქვს ლვლ შეზღუდვა, მაგალითად მეორე დონეზე რომ აწიო მცენარეების მოპოვების უნარი, თუ 18 ლვლ არ ხარ, 100 წელი რომ იქნიო წერაქვი არაფერი მოემატება შენი ბალახის მოპოვების უნარს.
ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ რამეს - მოპოვების თუ კრაფტის უნარი ვითარდება მხოლოდ მაშინ, თუ მოიპოვებთ ან კრაფტავთ თქვენი უნარის ლვლ-ის ან მასზე -1 ლეველის რესურსს თუ ნაწარმს.
მაგალითად თუ გაქვთ ბალახის მოპოვების მე-3 ლვლ და მოკრიფავთ 1 ლვლ ბალახს, უნარს არაფერი მოემატება, მატება მოხდება მხოლოდ მე-2 და მე-3 ლვლ ბალახეულის მოკრეფაზე (ანალოგიურად მადნის მოპოვებაზე) ან გადამუშავებაზე.
მოპოვებული ნედლეული შეგვიძლია გადავამუშავოთ და შემდგომ მისგან მივიღოთ სხვადასხვა სახის პროდუქცია;
ბალახეულისგან ალქიმიის დახმარებით იკრაფტება სიცოცხლის და მანის ბოთლები. მისი დაკრაფტვა აუცილებლად მოგიწევთ, რადგან თუ მაღაზიაში იყიდით ხოლმე, საბოლოო ჯამში გაკოტრდებით.
რკინის მადნისგან ვიღებთ სხვადასხვა შენადნობებს, რომლებსაც შემდგომ ვიყენებთ იარაღის და ჯავშნის გრავირებაში. გრავირება ზმანს უმატებს ფიზიკური და მაგიური დაცვა შეტევის პარამეტრებს.
დანჯეონებში და ბოსებიდან ცვივა საიუველირო ნაწარმისთვის აუცილებელი ქვები და შეგვიძლია ბიჯუტერია ჩვენ თვითონ დავამზადოთ . ჯერ ჯერობით რასაც ვუყურებ, კარგი ბიჟის საკმაოდ დიდი დეფიციტია სერვერზე, რადგან ყველაზე რთულად ეგ უნარი კაჩავდება მასალის რთულდ მოპოვების გამო.
კიდევ ერთი უნარი არის მიწათმოქმედება - ქალაქში ნპც-სგან ვყიდულობთ თესლებს, ვთესავთ, ველოდებით 3-4 წუთი და ვიღებთ მოსავალს, რომლისგანაც ვამზადებთ სხვადასხვა სახის ერთსააათიან ბაფებს - ფიზ და მაგ შეტევის, აგრეთვე ფიზ და მაგ დაცვის და სიცოცხლის მოსამატებელ ბაფებს. ნელ ნელა ჩვენი სკილი ვითარდება და თუ 1 ლვლ ბაფი 60 ერთეულს გვიმატებს, მეორე უკვე 90 და ა.შ. გარდა ამისა მაღალი ლვლ ბაფები საკმაოდ კარგად იყიდება აუქციონზე. ასევე აქედან მზადდება ჩვენი დამხმარე ცხოველის ანუ მაუნტის გასაძლიერებელი რამე-რუმეები.
ერთ დათესვაზე ითესება მხოლოდ 4 თესლი, ხოლო უნარი იმატებს მაშინ, როდესაც ვიღებთ მოსავალს ან/და ვამზადებთ პროდუქციას.
საკმაოდ მარაზმი რამეა, მაგრამ არსებობს ერთი გამოსავალი - როდესაც ამუშავებ რაიმე რესურსს (მაგალითად 1 000 კალის მადნიდან უნდა გამოადნო 500 ზოდი)მაგ დროს პახოდუ თესავ და ორ საქმეს ერთდროულად აკეთებ, იგივე წესი მოქმედებს, როდესაც გრავირების უნარს აკაჩავებ (ეგეც კარი მარაზმიაა, მაგრამ სამაგიეროდ გიფასდება, შენთვისაც კარგია და ფულის შოვნის კარგი წყაროცაა, რადგან ჰაი ლვლ გრავიროვშიკების აშკარა დეფიციტია სერვერზე).
კვესტები, დანჯეონები და ბოსები:
თამაშში არის აურაცხელი ოდენობის კვესტი, უამრავი დანჯეონი და უამრავი ბოსი. დანჯეონები არის როგორც სოლო, ისე ჯგუფური გავლისთვის. პრიზები და ექსპაც შესაბამისია. ქვესტებს რაც შეეხება, არცერთი მობის თუ დავალებაში ნახსენები ნპც-ს მოძებნა არ მოგიწევთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დააკლიკავთ და თვითონ მიგიყვანთ საჭირო მობამდე თუ ნპც-მდე.
მაუნტი - მხოლოდ დეკორაცია არ არის, სერიოზულად გაძლიერებთ, როდესაც მაუნტზე ამხედრებული იბრძვით. თავდაპირველად მარტივი კვესტით გეძლევათ ნორმალური მაუნტი, უფრო მაგარი კი ან პრემიუმ შოპში უნდა იყიდოთ (სადღაც 15 დოლარი ჯდება მგონი), ან დაელოდოთ 55 + ლეველს, როდესაც მოეცემათ შანსი ისეთ ბოსებზე ინადიროთ, რომლებიც დროპავენ მაუნტის კვერცხებს. მაუნტის გარდა შეგიძლიათ დაითრიოთ დამხმარე ცხოველი, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად აძლიერებს თქვენს სტატებს.
ფარმის ანუ მობოდროჩის დროს ცვივა სხვადაასხვა სახის ქვები. სულ არის 5 ტიპის ქვა, რუბინი - აძლიერებს ფიზ. შეტევას, საფირონი (საფირი)- მაგ. შეტევას, ზურმუხტი - ფიზ. დაცვას დ ა.შ. 5 ცალი 0 ლეველის ქვა შეგილიათ დაასინთეზოთ და მიიღოთ 1 ცალი 1 ლვლ ქვა. შესაბამისად 1 ლვლ-ის 5 ქვისგან მიიღება 1 ცალი 2 ლვლ ქვა და ა.შ. 6 ლეველამდე. სინთეზისას არსებობს წარუმატებლობის შანსი, რის გამოც 3+ და უფრო მაღალი დონის ქვები ძალიან ძვირად ფასობს (მაგალითად გუშინ ვიღაც მასტი კარგ დონატ მაუნტს ცვლიდა ორ ცალ 4 ლვლ საფირონში). 5 ქვა როდესაც დევს სინთეზატორში, წარმატების შანსი არის 75%, 4 ქვაზე 50 % და ა.შ.
ამ პროცენტის აწევა შეიძლება სპეციალური ქვებით, რომლებიც ან შოპში უნდა იყიდოთ ან ბოსებს დააყაჭინოთ, ასევე ზოგჯერ შეიძლება სხვადასხვა სახის ქვესტის შესრულების შემდეგ დაითრიოთ.
გარდა ამისა არსებობს უამრავი სხვა სახის ქვა, რომლებიც კარგად იდროპება მობებიდან და სხვადასხვა ფასი ღირს, მე მაგალითად 3 ქვა დავადროპინე და თითო 20 შოპად (ანუ დონატ ფულად) გავყიდე, ამრიგად უკვე 60 შოპი მაქვს

ერთ-ერთი დიდი პლიუსი აუქციონის არსებობაა, სადაც იყიდება ყველაფერი, როგორც ინგეიმ ვალუტაზე ანუ ოქროზე, ისე დონატ ფულზე ანუ შოპზე. თავიდან ფულის შოვნის საკმაოდ კარგი ხერხია რესურსების მოპოვება, რადგან მადნის თუ ბალახის მოპოვებისას, რენდომათ იჩითება 4 სახის რესურსი - ხე, ქვა, გოგირდი და ვერცხლისწყალი. ესენი საჭიროა გილდიის სახლის და გილდიის სხვა შენობების მშენებლობისთვის. ეწყობა 100-100-იან სტეკებდ და ამ წუთისთვის ესეთი ფასებია საშუალოდ - ხე და ქვა 100 ცალი ღირს 80 000 ოქრო, გოგირდი 100 ღირს 15-17 შოპი, ხოლო 100 ვერცხლისწყალი 22-25 შოპი.
მეორე კოპმზე მონა მივუშვი და სამი დღის განუწყვეტელმა თხრამ იმდენი შეშა და ქვა მომიტანა, რომ პირველი 500 K ვიშოვე , რომლებიც სკილების გაძლიერებაში დავხარჯე. პახოდუ კიდევ მაქვს გასაყიდი.
რადგან სკილები ვახსენე, ბარემ 2 სიტყვა მათზე. სკილები ვითარდება 5 ლეველამდე, თვითოეულ გამოყენებაზე ემატება 1 ერთეული. მაგალითად რაღაც სკილს რომ ისწავლით, ქვევით ეწერება 0/70 - ეს იმას ნიშნავს 70-ჯერ რომ გამოიყენებთ, სკილი გადავა შემდეგ ლეველზე და ასე მე-5 ლეველამდე. ყველა სკილებს აქვს ლეველ შეზღუდვა ანუ სანამ არ მიაღწევთ გარკვეულ ლვლ-ს სკილის განვითარება წყდება.
მაგალითად ეხლა 43 ლვლ ჩარი მყავს და ორი სკილის განვითარება შეჩერებულია, რადგან 45 ლვლ არის საჭირო. გავხდები თუ არა 45, მათი განვითარება განახლდება. წეღან ვახსენე მე-5 ლეველამდე ვითარდება მეთქი, მაგრამ მეხუთე ლვლ-ის სკილის გაძლიერება კიდევ შეიძლება თქვენი კლასის ოსტატთან. გაძლიერებას ჭირდება ოქრო და „ოჩკი დუხა“. გაძლიერების კიდევ 4 საფეხური არსებიბს, აქედან პირველს ეგრევე სწავლობთ, მეორის შანსი 50% გახლავთ, მესამის 10%, ხოლო სულ ბოლო, აბსოლუტურ დონეზე რომ აწიოთ სკილი, ამის შანსი 1% არის მხოლოდ. გუშინ ერთ-ერთმა ტოპმა აწია 4 სხვადასხვა სკილი აბსოლუტზე და ჩატში დაწერა 5 მილიონი ოქრო და მაგდენივე „ოჩკი დუხა“ დამიჯდა ეს სიამოვნებაო.
ეხლა რა არის ეს „ოჩკი დუხა“ (ფაქტიურად sp არის ანუ ყველასთვის კარგად ნაცნობი სქილ პოინტები). ყველა მობის მოკვლაზე გეძლევათ 2 ქულა, მაგრამ აქ ერთი პატარა ნიუანსია - თუ თქვენ ხართ მინიმუმ სამ კაციან ფართიში (მაქსიმუმ 5 კაციანი ფართია შესაძლებელი), უკვე 4 ქულა გეძლევათ ორის ნაცვლად. ამიტომ ჩატში ხშირად წაიკითხავთ „იშჩუ პატი ნა დუხ“ ან თქვენ დაწერთ იგივეს და ვიღაც აუცილებლად მიგიწვევთ. ამ ფართის წევრების ლვლ-ს და ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს.
შენიშვნა - სოლო დანჯეონში შესასვლელად უნდა გამოხვიდეთ ფართიდან, ისე არ შეგიშვებთ.რიფტი - სამყაროში გადაადგილებისას ხშირად წააწყდებით ელიფსის ფორმის მბრწყინავ პორტალს, რომელსაც აწერია пространственный разлом. თუ რუქას გაშლით, ეს რაზლომები აღნიშნულია მუქი ლურჯი რგოლებით და თან აწერია, თუ რომელი მობი იმყოფება ამ რაზლომში. რაზლომში კაჩს ის უპირატესობა აქვს, რომ მეტი exp მოდის, მინუსია დროპის არარსებობა, თუმცა ეს იმით კომპენსირდება, რომ მობები განცალკევებულად დანან და თქვენ სასურველ მობს უგლაჯუნებთ. მაგალითად ეხლა კვესტი მაქვს ორი სხვადასხვა სახის გობლინის გაჟლეტაზე, აქ რაზლომი არაა და 40 მობის მოკვლას უკვე ერთი საათია ჩალიჩობს ჩარი იმიტომ, რომ საჭირო მობის გარდა, მიწევს არასაჭიროების ხოცვაც, ხოლო საჭირო 2-ჯერ ნაკლებია არასაჭიროზე. გარდა ამისა რაზლომებში არაა ელიტარული მობები, რაც ასევე კარგია დიდი ხნის კაჩის დროს ჩარის დასატოვებლად. ასევე კარგია კვესტების დროს - ორ საქმეს ერთად აკეთებთ, იღებთ მეტ ოპიტს, პახოდუ ხოცავთ საჭირო მობებს.
ალბათ ყურადღებას მიაქცევდით ჩარის დატოვება რომ ვახსენე. დიახ, თამაშში არის ოფიციალური, დაშვებული ბოტი, რომლის დანასტროოიკება უმარტივესად ხდება, რაც ასევე მნიშვნელოვნად აადვილებს კაჩის პროცესს, ასევე დანჯეონების გავლის მომენტებს. თუ ბოტი არ გევასებათ, არავინ გაძალებთ კაცო, ნუ ჩართავთ და ხელით ხოცეთ მობები

ბოტის გამოყენების უფლება გეძლევათ მას შემდეგ, რაც ჩარი გახდება 15 ლვლ.
პირველ პროფესიას იღებთ მე-15-ზე, მეორეს 30-ე, ხოლო მესამე ანუ საბოლოოს არ ვიცი როდის, არ ვარ მაგხელა ჯერ.
თამაშში არის ფოსტა ანუ თქვენთვის არასაჭირო ნივთი ან რესურსი შეგიძლიათ გაუგზავნოთ მეგობარს. მაგალითად ხართ მაგი და ამოაგდეთ მეომრის კარგი ზმანი, რომელიც მეგობარს ჭირდება, არაა აუცილებელი დაელოდოთ მის ონლაინს ან მასთან შეხვედრას, შეგიძლიათ ფოსტით გაუგზავნოთ და 1 საათში მიუვა. ერთადერთი შეზღუდვა თავიდან აქვს ფოსტას, სანამ 1 პროფესიას არ აიღებთ (15 ლვლ-ზე ხდება ეს), მანამდე ვერც აგზავნით და ვერც მოხსნით ფოსტიდან. გაგზავნილი ნივთი მიმღებს 29 დღის განმავლობაში ენახება ანუ 29 დღე შეუძლია არ მოხსნას, რაც ასევე კარგია, რადგან ჩანთაში 96 უჯრაა და სულ იჭედება, ხოლო დამატებითი ჩანთა 500 დონატ ფული ანუ 500 შოპი ღირს, რაც დაახლოებით 5-6 დოლარია თუ არ ვცდები.
დანჯეონების გავლისას გამოცდილების ქულების გარდა გემატებათ ოსტატობის ქულები, რომლებიც ყოველ შემდგომ ლეველზე მნიშვნელოვნად აძლიერებს თქვენს ყველა სტატებს. გარდა ამისა, 35 + ლეველის მერე, ტოპ ზმანს ვერ ჩაიცვამთ, თუ ოსტატობის სათანადო დონე არ გექნებათ. მაგალითად არის სუპერ ზმანები, რომელსაც აწერია, რომ ჭირდება 45 ლვლ და ოსტატობის 35 ლვლ.
ლეველინგი - 30-მდე ლიწინით ადიხართ, მერე ცოტა ტორმუზდება განვითარება, მიზეზი კი მარტივია - კაჩისთვის საჭიროა სიცოცხლე/მანის პოტები, მათ გასაკეთებლად კი მცენარეების მოკრეფა დაგჭირდებათ. მაღაზიაში ყიდვას აზრი არ აქვს, როგორც უკვე გითხარით გაკოტრდებით.
პვპ არის ყველგან. მაგალითად დატოვეთ ჩარი მადნის მოპოვებაზე, თავად კი ადექით კომპიდან იმ იმედით, რომ ცოტა ხნის მერე დაგხვდებათ მოპოვებული რესურსი. ამ დროს კი გხვდებათ მიჩექმილი ჩარი. იგივეა კაჩის დროსაც. მტერ ფრაქციასთან პვპ-ს დროს ყველა მოკლულზე გემატება ღირსების ქულები, რომელთაც მერე იყენებ სხვადასხვა რანგების მიღებაში, თან ყველა რანგი რაღაც ბონუსს იძლევა, ისე არაა, რომ უბრალოდ გაწერია მგალითად "ბეზუმნი ვოინ".
სიკვდილის შემთხევვაში რამოდენიმე ნივთი და ფული გეკარგებათ (რაც ჩანთაში გაქვთ). ამიტომ ეცადეთ მსხვილი თანხით არ იაროთ, ბანკში შეინახეთ ხოლმე ფული და კარგი ნივთები. ეგ არ ვიცოდი, ერთმა რუსმა კარგი იარაღი მაჩუქა 45 ლვლ და რომ დავიბრიდე პვპ-ში, ამომივარდა 30 000 ოქროსთან ერთად.
თამაშში არის გილდ ვარები - ანუ მიუვარდები შენივე ფრაქციის, ოღონდ მტერ გილდიას და თუ მოუგე სიჯი, მოშნად ძარცვავ.
მოკლედ შეძლებისდაგვარად, რაც გამახსენდა და ვიცი დავწერე, თუმცა ეს იმის მეათედი არაა, რაც ამ თამაშში მუღამებია. უბრალოდ შეკითხვების შესაბამისად შევავსებ, გარდა ამისა, მეც არ ვიცი ბევრი რამ.
თამაშს ვიწერთ აქედან
http://www.mw2.ru/მანდ რომ აწერია играть бесплатно მაგას დააკლიკავთ, გადმოწერს პატარა ზომის ფაილს, გაუშვებთ და დანარჩენს თვითონ მიხედავს. როდესაც მზად იქნება, შექმნით ექაუნთს და იწყებთ თამაშს.
წარმატებას გისურვებთ.
ხო თავად
Фракция Света-ში ვარ, მყავს 42 ლვლ ტანკი, ნიკი Tanke

(აქაურმა ტანკემ არ გამიგოს, თორემ საავტორო უფლებების დარღვევაზე მომედავება) და 43 ლვლ მკურნალი შამანი, ნიკი Shamankaa.
თუ მოგეწონებათ თამაში კარგი იქნება, ერთად ვიდვიჟენიოთ, თუ არადა დვრჩები ჩემს გილდიაში, თქვენ კი ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
პ.ს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამომრჩა. ჩარის შექმნისას ჯერ ფრაქცია უნდა აირჩიოთ, მერე ერთ-ერთი ნიშან-თვისება, რომელიც ყურადღებით უნდა აირჩიოთ, რადგან ყველა სხვადასხვა ბონუსს იძლევა ფართიში. მეომარი რომ აიღოთ და მაგიური შეტევის თვისება აურჩიოთ, იასნია რომ წაახდენთ ჩარს

აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ სქესს, რადგან სამივე ჩარი იმ სქესის იქნება, რომელსაც თავიდან აირჩევთ.
პ.ს.ს. ამხელა ნაკაკუნებში სავარაუდოდ იქნება ღრამატიკული თუ სტილისტური შეცდომები, რასაც იმედია გაატარებთ და არ დამჭიპავთ
This post has been edited by lobja on 19 Dec 2013, 14:42