aristotele999ძალიან კარგი მანქანებია, კოროლა 120 ის ბაზაზეა აწყობილი, ჯერ ფუჭდება ძალიან ძნელად, თუ რამე გააფუჭე ნაწილების შოვნა არ არის პრობლემა, 1.8 ვვტი ძრავი ბევრ მანქანებში დგას, რავ4 ებშიც, ძრავის ნაწილებიბევრი ტოიოტის წავა, ხადავოის ნაწილებიც არ არის ძნელი საშოვნი. არის 1.5 იანი ძრავები, მაგას 1.8 გერჩივნოს, წვაში დიდ სხვაობას არ იძლევა, 1.8 VVT-I ძრავი 136 ცხენით არის, არაა რაკეტა მაგრამ ცოცხლად დადის და ქალაქში 7-8 ლიტრამდე საწვავს მოიხმარს, სიარულის მანერიდან გამომდინარე რათქმაუნდა. ომახიანად რო იარო ქალაქში 8 დაგიწვავს. არის კიდე 1.8 VVTL-I ძრავებზე, 190 ცხენის ძალით, ეგ ძრავი ცოტა მეტ ყურადღებას მოითხოვს, ანტრიფონსკი ზეთი და სუპერი უნდა ასხა, მაგრამ ბევრ მანქანას გაამწარებ.
მაგ მოდელში ყველაზე მეტად რაც მხიბლავს არის ის, რომ არ ყოლია არც წინამორბედი და არც შთამომავალი, 2001 დან 2004 წლამდე გამოდიოდა რომელიღაც ელექტონილი ტექნიკის მწარმოებელი ფირმის შეკვეთით, ზუსტი რიცხვები არ მახსოვს რამდენი ერთეულია გამოსული მაგრამ ერთ-ერთი მოდელი იაპონიის ინოვაციური ტექნოლოგიების განვიარების მუზეუმში ინახება.
მოკლედ უკმაყოფილო არ დარჩები მაგ მანქანით, უცნაური ფორმააქვს შიგნიდან და გარედან, შიგნით ადგილია ძალიან ბლომად, ბოლომდე უკან მიწეული სიდენიით უკან საშუალო სიმაღლის კაცი ჯიგრულად ჩაჯდება, ისე რომ წინა სავარძლის საზურგე მუხლებზე არ მიებჯინება, უკანა ხედვის სარკეშია პროსტა ცუდი ხედვა უცნაური უკანა შუშის გამო, იგივე შუშის და საბარგულის კარის პონტში საბარგულში დიდი ადგილი არ რჩება. თუ მოუფრთხილდები კარგახანს გემსახურება და უკმაყოფილოს არ დაგტოვებს, პროსტა ძარის ნაწილები იშოვება რთულად, მაგრამ თბილისში არის 3-4 ეგეთი დაშლილი. პახოდუ ვილ ვიესების კლუბიც არის საქართველოში. იქაც დაგაკვალიანებენ

და რაც ფორმას შეეხება დამიჯერე რო ყველას მოწონს ერთეულების გარდა, ლაივში რო ნახავენ და დაქერავენ მერე მითუმეტეს უყვარდებათ ხოლმე