ღარიბაშვილი „ბათუმელების" ჟურნალისტს: თქვენ საიდან ხართ, ჯერ ეგ გამაგებინეთ...გასაგებია, კარგად ბრძანდებოდეთ
30 სექტემბერი 18:27
0
"ვინ არ მიიღო კომპენსაცია? რამდენმა ოჯახმა არ მიიღო? ზოგადად რატომ საუბრობთ, ფატქები მითხარით",- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმა „ბათუმელების" ჟურნალისტის შეკითხვას, იმის შესახებ, რომ ქედაში, წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, გლეხებს კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.
პრემიერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა, გაერკვიათ თუ ვის არ მიუღია კომპენსაცია.
"აბა გამირკვიეთ სასწრაფოდ რა ხდება, თქვენ საიდან ხართ ჯერ ეგ გამაგებინეთ?",- მიმართა პრემიერმა ჟურნალისტს და მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ის "ბათუმელებიდან" იყო, უპასუხა: "გასაგებია, კარგად ბრძანდებოდეთ".
ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილი უკვე რამდენიმე საათია, სტიქიის ზონაში იმყოფება.
http://news.ge/ge/news/story/106576-gharib...d-brdzandebodet