საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტიდან ქვეყანა ყოველთვიურად 1 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს
11:02 08-02-2016
საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტიდან ქვეყანა ყოველთვიურად 1 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ორი მიმართულებით დაიწყო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სახელმწიფო ელექტროსისტემიდან" აცნობეს, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება. 7 თებერვალს კი დაიწყო დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ. ლარის შემოსავალს მიიღებს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...s-miighebs.htmlარ უნდა იყოს ცუდი ?
როგორ ფიქრობთ?
თუმცა , ვნახოთ რას იტყვიან ექსპერტები
ფეისბუქზე დაწერენ რამეს და მერე დავამატებ თემაში და უფრო კარგა განვიხილოთ
ჩავდებ ამავე თემაში ექსპერტების ანალიზსაც