გამარჯობა, ხალხნო!
ერთ დროს, ასე, 12 წლის წინ რანცხა უბედურება მჭირდა - როცა ექიმებმა ამოწურეს მთელი თავისი ანტიბიოტიკური არსენალი და ჩემ მკურნალობაზე ხელი აიღეს, მაშინ ლომიძის წამალმა მიშველა - 5 დღეში ამაყენა ფეხზე მისმა წამალმა.
ახლა ჩემ მეგობარსაც იგივე დაემართა, რაც მე.
ისევ არაა საშველი ლომიძის გარდა.
ის ქალბატონი, რომელმაც მე მიმკურნალა, გარდაიცვალა. ვიცი, რომ ახლა მისი რძალი მკურნალობს იგივე რეცეპტებით, ოღონდ სად, ეგ უკვე არ ვიცი.
იმ ლომიძეს, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს და, ოფისი სამედიცინო ინსტიტუტის წინ ჰქონდა, ვაჟაზე, კორპუსის პირველ სართულზე.
ვინმემ ხომ არ იცით, ახლა სად არიან?
ეგებ იგივე ადგილზე არიან და მე ვერ მივაგენი?
თუ ვინმემ იცით, არ დაიზაროთ და დაწერეთ, რააა.