Goga Khachidze
30 mins
თავისუფლება გმირ ფარნაოზ ჭკადუას!!!
მეგობრებო! 15 საათზე ვიკრიბებით ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე და მსვლელობით მივემართებით ვაკის პოლიციის შენობისკენ.
მთავარი მოთხოვნაა: ძირს ჰაკიმფაშიზმი, თავისუფლება ფარნაოზ ჭკადუას
შსს ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე ერთი პირის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
11:54 01-10-2014
შსს ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე ერთი პირის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა , ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, იოსებიძის და ბულაჩაურის ქუჩების გადაკვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ინციდენტის ადგილზე გამოცხადდა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ ატყობინებდა, როცა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გ-მ. აღნიშნული პირი საქართველოს სსკ-ს 353-ე და 187-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება ზაზა დავითაის ცემაში ბრალდებულ ფარნაოზ ჭ-ს, ის სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ამ დრომდე მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს.
მიმაგრებული სურათი