A10
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 34138
წევრი No.: 22948
რეგისტრ.: 7-September 06
|
#42411114 · 1 Oct 2014, 15:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გია ხუხაშვილი - დღევანდელი ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ "ნაციონალებისაგან" გადმობარებული სისტემის ეფექტურობა ცოტა შეასუსტა
"ფუნდამენტური რაც იყო და რაც აშკარად პოზიტივია, მთლიანობაში გარემოა ჰუმანური. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არის პროლემები, ის აგრესია, ის აშკარად გამოკვეთილი ავტორიტარული მიდრეკილებები, საგრძნობლად შერბილებულია და ეს არის ამ ორი წლის ძირითადი შედეგი. რაც შეეხება ეკონომიკას, ნომენკლატურული კაპიტალიზმი დასრულდა. გამოკვეთილი ელიტა, მონოპოლიებისა და კარტელური შეთამხმებების სახით, რომლებიც მთლიანად ხელისუფლებაში იყვნენ ინტეგრირებულნი, აღარ არსებობს და ეს კარგია. ეკონომიკაში სამუშაო ადგილების და დამატებითი ღირებულების შექმნის მხრივ ქვეყანაში ჯერჯერობით კარგი სიტუაცია არ გვაქვს. საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში დაპირება გადაჭარბებითაც კია შესრულებული, იგივე ევროკავშირთან დაახლოებასთან მიმართებაში და იგივე ნატო-ს სტრუქტურებთან მაქსიმუმი გაკეთდა. რუსეთის ბაზრის დაბრუნებაც იყო დაპირება და ეს ტენდენციაც კარგად მიდის, მაგრამ მთავარი არ არის შერულებული - ეს არის უმუშევრობისა და ეკონომიკის განვითარები პრობლემა, რაც არ არის შესრულებული და ეს ხელისუფლებისთვის სერიოზული გამოწვევაა", - აცხადებს "რეზონანსთან" ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი.
"100 საწარმო, მილიონი ხე - ასეთი პოლიტიკური რიტორია ჩემს გემოვნებაში მაინცდამაინც არ ჯდება. ხელისუფლების მოვალეობა და ვალდებულება არ არის საწარმოების გახსნა. ხელისუფლების მოვალეობაა გარემოს შექმნა, სადაც თვითონ ეკონომიკა, კერძო ინიციატივა შექმნის საწარმოებს და ის 100 იქნება თუ 200, მერე გამოჩნდება. რამდენი ქარხანა გაიხსნა, ამაზე კომენტარი მე როგორ გავაკეთო, ეს ქარხნები როგორ ვითვალო, ეს შეუძლებელია?!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, მოდით ვთქვათ - სოფლის მეურნეობაში ბევრი გაკეთდა. დღევანდელი რთველიც რომ ავიღოთ, სააკაშვილის დროს ყურძენი ისეთი იაფი ღირდა, გლეხი დანახარჯებს ძლივს ანაზღაურებდა. დღეს კი დაპირება, რომ ყურძენი 1 ლარზე მეტი ეღირებოდა, შესრულდა. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობაშიც სისტემური გარღვევა არ მომხდარა. რთველთან დაკავშირებული პროექტებიც ერთჯერადი პროექტებია. ეს ეკონომიკური თუ სოფლის მეურნეობის განვითარების ინიკატორი ვერ გახდება და გრძელვადიანი, სტრატეგიული თვალსაზრისით არაფრის მომცემია. რაც იყო, იმასთან შედარებით ბევრად უკეთესი სიტუაციაა, თუმცა არ მაქვს განცდა, რომ ეს პროცესი შეუქცევადია", - განმარტავს რესპონდენტი.
"რაც შეეხება ბენზინის ფასის დაწევას, ციფრები, რომელიც თავიდან დასახელდა, არასწორი საექსპერტო გათვლების საფუძველზე მოხდა. ამის შემეგ რისი საშუალებაც იყო, ის გააკეთეს და გაზისა და დენის გაიაფება 5-10 თეთრის ფარგლებში მოხდა. ეს მნიშვნელოვანი კლება იყო. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებზე ფასების კლებას, იმ პერიოდში, არჩევნების შემდეგ ფასებმა ერთჯერადად დაიკლო, მაგრამ ბენზინის ფასი სტაბილური ვერ იქნება. გრძელვადიან პერიოდში საწვავზე ფაების კლებაზე გარანტიის მიცემა აბსურდია. სააკაშვილის პერიოდში რაც იყო, ის პოლიტიკური კომპონენტი ამოღებული იქნა, დღეს ნავთობპროდუქტიდან ფული პოლიტიკოსს სახლში არ მიაქვს, ხოლო ფასი როგორია, ამას ბაზარი განსაზღვრავს. თუ ვინმემ ეს დაპირება ისე გაიგო, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაიაფებოდა საწვავი, არასწორად გაუგია", - განაგრძობს გია ხუხაშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობას" ერთი რამ ახასიათებდა, რასაც ხალხს ჰპირდებოდა, ეს იქნებოდა დემოკრატიული განვითარების მიმართულებით თუ სხვა, ყველაფერს უკუმა აკეთებდა. პირდეოდა კონკრეტულ გარემოს, თავისუფალ არჩევნებს, მაგრამ საწინააღმდეგოს აკეთებდა. პოლიტიკური პოპულიზმი მათ აბსოლუტში ჰქონდათ აყვანილი და ჩვენ მათ მიერ გახსნილი ქარხნები ვიცით , რა იყო. ყველაფერი ბუტაფორიული, ფასადური იყო. რეალურად არც ერთი დაპირება არ სრულდებოდა. მათი პოზიტივი რაც იყო, და ამას ყველა ვაღიარებთ, ესაა პოლიციის რეფორმა პატრულის ნაწილში, აევე საშუალო და ქვეა დონის საჯარო სამსახურში კორუფციის აღმოფხვრა. დანარჩენი, ჩემი აზრით, ნეგატივშია გასაშვები. ადრე ერთი კაცის ხუშტურზე იხარჯეოდა მთელი რესურსი. დღეს აე არ არის და ეს პოზიტივია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა მნიშვნელოვანი რამ - გაწმინდა სისტემა და მას გარკვეული ეფექტურობა შესძინა. დღევანდელი ხელისუფლება გულწრფელია, ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ "ნაციონალებისაგან" გადმობარებული სისტემის ეფექტურობა ცოტა შეასუსტა. სააკაშვილის დროს რა პოზიტივიც იყო, ამ პოზიტიური ვერტიკალის მართვა უჭირს", - დასძენს რესპონდენტი.
--------------------
დედისტყვნა ბიძინას! მამისტყვნა კობახიძეს! საქართველოს დიდება და გამარჯვება!
|