#42438427 · 4 Oct 2014, 08:34  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
        
         გლობალური საკითხია.  ქართველები ამ საკითხში ოდენ ნახირნახირ მივყვებით.
  ეს საკითხი პირველ რიგში განვითარებულმა და მდიდარმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს.
  კოსმოსში გავფრინდით, გვაქვს სკაიპი და ტაჩსკრინი.. მაგრამ ეს საკითხი ვერ დავძლიეთ.
  კი ფორჩიქობენ რაღაცას მაგრამ შედეგს მაშინ ვირწმუნებ, როცა პოლიციას მკვლელ იარაღს ჩამოართმევენ და არალეტალურ იარაღს ჩააბარებენ.
 
  დამნაშავე მტერი არაა, დამნაშავე უნდა გახდეს პატიმარი, ის არ უნდა იქნას მოკლული.
  მტერი არის სხვა ქვეყნის შეიარაღებული ადამიანი შენს მიწაზე, რომელიც აქ შენი მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ დგას - ის უნდა მოკვდეს.
  ეს იცის ყველა ქვეყანამ, მაგრამ მაინც აიარაღებენ საკუთარ პოლიციას ცეცხლსასროლი, მკვლელი იარაღით.
 
  ოდესმე პოლიცია არალეტალურ იარაღს აისხავს და მკვლელ იარაღს ჩააბარებს.
 
 
 
 
 
  მაგრამ
  რამდენი დამნაშავე ან სავარაუდოდ დამნაშავე იქნება მოკლული მანამდე?
  რამდენი პოლიციელი იქნება გადაგდებული გამძვინვარებულ  ბრბოში შესაწმელად, ოღონდ ჩვენკენ (მთავრობისკენ ) არ გამოიშვირონ ხელიო?
 
 
 
  ვინ იპოვნის ბალანსს, ჩვენს მოთხოვნებს შორის, ა. არ მოგვერიოს კრიმინალი  ბ. არავინ იქნას შეცდომით მოკლული? გ. უსამართლოდ არ დაისაჯოს პოლიციელი, რომელიც ჩვენი მშვიდობისთვის საფრთხეში შეგნებულად შევიდა.
 
  წიკაიძე?წულუკიანი?    
        
  -------------------- 
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
  ბიძინა  უნდა  გაბანძდეს! 
        
       |