
*საქართველო, თბილისი
*აკაკი წერეთლის გამზირი, #87
*ელ-ფოსტა: ultramarini@gmail.com / ultramariniltd@gmail.com
*მობილური: +995 599 353099 / +995 591408307
------------------------------------------------------------------------
კომპანია ულტრამარინი დაარსდა 2005 წელს. პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, მოკლე ვადაში შეძლო, დაემკვიდრებინა სანდო კომპანიის იმიჯი. კომპანიის მუდმივი პრიორიტეტია ხარისხიანი პროდუქციის შექმნა დამკვეთისთვის მისაღებ ფასში, ისევე, როგორც მათდამი ლოიალური განწყობა და ერთგულება.
2012 წლიდან ჩვენი კომპანიის პრიორიტეტად განისაზღვრა მაღალტექნოლოგიური და ულტრათანამედროვე სამშენებლო და სარემონტო მასალებით ვაჭრობა და პროდუქციის წარმოება.
სადისკუსიო ტოპიკი, სადაც მოგაწვდით ყველანარი ინფორმაციას ამ კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ.
* * *
გთავაზობთ
http://ultramarin.ge/ ს მიერ მომზადებულ სტატიებს მასალების შესახებ:

რა არის პოლიკარბონატი?
პოლიკარბონატი (იგივე კარბოლუქსი) – ესაა პლასტიკური პოლიმერი, რომლის უპირატესობები არის მონტაჟის სიმარტივე, ხარისხის პრემიუმ კლასი და ხელმისაწვდომი ფასი. აღნიშვნას იმსახურებს მასალის ძირითადი მახასიათებლები:
მასალის სიმსუბუქე – პოლიკარბონატი იწონის 16-ჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე მინა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს სათბურის საყრდენ კონსტრუქციებზე;
დარტყმისადმი გამძლეობა – პოლიკარბონატი 200-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე მინა. მისი ზედაპირი დაცულია ყოველგვარი ნაკაწრებისა და ბზარებისგან. ის უძლებს ქარისა და თოვლის დატვირთვას, რაც თანაბრად ანაწილებს საყრდენი კოსტრუქციების დატვირთვას.
თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებელი – პოლიკარბონატს გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აქვს თბოგამტარობის წინააღმდეგ, ვიდრე მინას, რაც იძლევა ენერგიის შემცირებას გათბობასა და გაგრილებაზე 50%-მდე;
შუქგამტარიანობის მაღალი რეზულტატი – მასალის გამჭვირვალობის კოეფიციენტი შეადგენს 86%-ს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ იყენებს შუქჩრდილს;
ტემპერატურული დიაპაზონი – -40-დან +120 გრადუსი – ესაა პოლიკარბონატის მასალის ტემპერატურული დიაპაზონი, რაც მასალას უკონკურენტოს ხდის სხვადასხვა კლიმატური პირობებისთვის;
ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა – პოლიკარბონატის ზედაპირი დაცულია ულტრაიისფერი სხივებისგან. სპეციალური ფენა, რომელიც გარედან ეკვრის მასალას, ბოლომდე უზრუნველყოფს მავნე გამოსხივებისაგან თავდაცვას, ექსპლუატაციის მრავალი წლის განმავლობაში;
საექსპლუატაციო ვადა – კომპანია ულტრამარინის მიერ მოწოდებულ პოლიკარბონატის მასალას აქვს გარანტიის 15 (თხუთმეტ) წლიანი ვადა. თქვენ საიმედოთ ხართ დაცული!
Que toute idée publique, toute convention reçue, est une sottise, car ella a convenue au plus grand nombre!