მოკლედ ყველაფერს ვყიდი

გამომაქვს შემდეგი ლოტი "ფრანკენშტეინი"

იმათთვის ვწერ ვისაც გონია რო ეს პროსტა სასეირნოდ სასუარულო მანქანაა და უაზრო პოსტების წერას აპირებს ან ფასზე ან ვიზუალზე!!
ეს მანქანა იქმნება უგზოობაზე სასიარულოდ, უფრო ზუსტად შეჯიბრებეზე საასპარეზოდ და აქვს თავისი ფუნქცია და დანიშნულება ხოდა უაზრო კომენტარების გარეშე!!!
მოკლედ მანქანის შესახებ:
ჯერ კიდევ 2012 წელს მანქანა იყო სტოკი(ქარხნული)

მისი მოძველებული 1.3 კარბიანი ძრავი ამოდღლეზილ იქნა და მის ადგილას ჩავასვენეთ ახალი ჯიმნის 2006 წლიანის ისევე 1.3 კუბატურის მქონე სპრისკიანი და მეტი ცხენების(85HP) მქონდე ძრავი.
კოლოფზე იქნა რევიზიები ჩატარებული და თითქმის ყველა სალნიკი და საკისარი იქნა ახლით ჩანაცვლებული(კოლოფი ფაკტიურად ახალია)!!
დამადაბლებელი კოლოფი(რაზდატკა) აქვს დადაბლებული გადაცემებით(ანუ ეს იმისთვისაა საჭირო,რომ დიდ ბორბლებს მოერიოს მანქანა ნაკლები ძალისხმევით)
ასევე ხიდებში აყენია დაბალ გადაცემიანი წყვილები(ესეც პროცენტულად უფრო მეტ ღონეს მატებს და შესაბამისად უფრო გამძლეა.
ხიდებსაც აქვს მთლიანი რევიზია ჩატარებული და ყველა სალნიკი და საკისარი აქვს დაცვლილი.
ამ მოდელზე ქარხნულათ საჭის გამაძლიერებელი არასოდეს დაუყენებიათ იაპოშკებს,თუ არ ჩავთვლით ახალ ჯიმნებს,მე ესეც შევძელი

დამონტაჟდა გიდრავლიკური ნასოსი და კალონკა თავისი პრიბამბასებით,მუშაობს იდეალურად.
ყველაზე მთავარი რაც ჯერ არ არის დასრულებული, დაკიდება(პადვესკა გადაკეთდა რესორებიდან ზამბარებზე. ამ ეტაპზე მანქანა დადის ჩვეულებრივად უბრალოდ ცოტა გეომეტრიული რეგულირებები ესაჭიროვება(ხიდების კასტორი რეგულირება) შტანგების სამაგრების რეგულირება.
ასევე ტრანსმისიაში დაყენებულ იქნა გაძლიერებული კარდნები,რომლებიც სულ ახლებია და სინამდვილეში გათვლილია ბევრად უფრო მძლავრ მანქანაზე,შესაბამისად ამ მანქანაზე არასოდეს არაფერი მოუვა.
ტრანსმისიაში დარჩენილია თავისი მხოლოდ პოლუოსები და ყუმბარები,რომლებიც ასევე ზაპასში მაქვს და იმეებსაც ვაყოლებ!!!
ახლა რაც შეეხება ვიზუალს და კომფორტს:
კომფორტი აქვს 0

ვიზუალს რაც შეეხება,ძარას წინა კრილოები და უკანა საბარგულის ნაწილი აქვს ბალგარკით ჩამოჭრილი(ზედმეტი იყო) კუზაო დამოკლდა ხოლო ხიდებს შორის მანძილი გავზარდეთ,რის შედეგადაც ბევრად სტაბილური და მდგრადი გახდა.
ძარის ასეთი მეთოდით გადაკეთება მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია და გამართლებული სპორტულ მანქანებზე.
ძარის მდგომარეობა:
ქვედა მხარე(პოლი) მთლიანად განახლებულია და გაძლიერებულია,კარნიზები შეიცვალა და ჩადუღდა ძალური კარნიზები, რომელზეც სამომავლოდ გათვლილია უსაბრთხოების კარკასის დასმა და ჯამში ვიღებთ უსაბრთხო კაფსულას სადაც მძღოლიც და შტურმანიც დაცული იქნება.
კარკას რაც შეეხება. იმისგარდა,რომ კაფსულა უნდა შეიკრას ასევე მილებით უნდა გაკეთდეს მანქანის წინა მხარე(კაპოტი მილების კონსტრუქციაზე დაიკეტება) და უკანა მხარეც ასევე მილებისგან შეკრული კონტრუქცია იქნება სადაც უამრავი რამე იქნება გათვლილი და დამონტაჟებული.
ნუ სალონში დიდი არაფერი ხდება აკუმულატორია სალონში გადატანილი,ჰონდა ცეერიქსის სავარძლებია მორგებული და ამით სალონი მორჩა(დანარჩენი რადნოია ყველაფერი)...
ბენზო ბაკიც ქვემოდან მოიხსნა და დამონტაჟდა სხვანაირი ბენზო ბაკი რამის ზედა მხარეს.
პროექტის დასასრულებლად პირველ ეტაპზე ისე რომ მანქანამ შესძლოს ექსტრემალურ რეჟიმში მოძრაობა აუცილებელია კარკასის შექმნა,რაც 300-400 ლარის ამბავია და დაკიდების გეომეტრიის რეგულირებები(ხელმარჯვე სვარშიკი და მისი ჯანი)
დანარჩენი ნავაროდკები,როგორიცაა ჯალამბარები,დამატებითი განათებები და სხვა მსგავსი დივაისები თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
მე თვითონ მაქვს ოფფ-როად აქსესუარების მაღაზია(www.4wd.ge) და რაც დაგჭირდებათ სამომავლოდ ყველაფერს შეიძენთ ბევრად იაფად!!
ასევე დასრულებაში მოგეხმარებით როგორც შევძლებ.
მანქანას სტარტი აქვს შთამბეჭდავი, 3.5 პაჯეროს სტარტს უგებს

3.0 პაჯეროს საერთოდ კარგავს

ამ მომენტისათვის მანქანის წონა არის 800 კგ
დასრულების შემდეგ არ უნდა გაცდეს 1000 კგ-ს რაც ძალიან მაგარი რეზულტატია ოფფ-როადის სპორტულ მანქანაზე...
მოკლედ მანქანაზე ყველა აგრეგატი მუშაობს იდეალურად,უბრალოდ ბოლომდე უნდა მიყვანა იმას რაც ზემოთ დავწერე რაც ჩემი გათვლებით,უხეშად 1000-დან 1500 ლარამდე ინვესტიციას მოითხოვს(ამ თანხაში შედის შეღებვა და მსგავსი წვრილმანები)...
მანქანის ფასია ამ ეტაპზე 4000$(გაცილებით მეტი მიზის

) სურათზე რო საბურავებია იმეების გარეშე(რათქმა უნდა დაკლების პერსპეკტივით). საბურავებს რაც შეეხება მაღაზიაში მაქვს სამაგისო საბურავები და კაი ფასად გაგატანთ...
ისე გაცვლის ვარიანტიც მოსულა
რაიმე პატარა და ეკონომიურ მანქანაში
თუნდაც იაპოშკა მარჯვენა რულიანში
ესეც ლინკი მაიაუტოდან
http://myauto.ge/index.php?action=details&car_id=10570827აბა ბიჭებო ვიცი რო ამისი კლიენტი აქ არ ბინადრობს,მაგრამ მაინც დავდე რაიცი რახდება და ვინმემ შემოიხედოს

არ ჩამიძიროთ თემა
This post has been edited by geooffroader on 29 Sep 2014, 00:06