კვლავ მინდა გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებს ან მათთან ასოცირებულ არასამთავრობო სექტორს რომელიც განგებ ცდილობს სტუდენტებით აპელირებას და მათ შეცდომაში შეყვანას.
დღეს ბაზაში რეგისტრირებულია 144,487 სტუდენტი, ზოგი აქტიური, ზოგი შეჩერებული და ზოგი შეწყვეტილი სტატუსით. სტუდენტს შეუძლია სტატუსი შეიჩეროს 5 წლით.
სტატუსი შეჩერებული აქვს 33,029 სტუდენტს, რაც წარმოადგენს 2010 წლიდან დღემდე შეჩერებულ სტატუსიანი სტუდენტების კუმულატიურ რაოდენობას. 2013 წლამდე, სტუდენტთა ბაზა იყო იმდენად მოუწესრიგებელი და აღურიცხავი, რომ წინა წლების ინფორმაციას დღემდე სხვადასხვა დოკუმენტებიდან ვიღებთ. ამის გამო 2013 წლამდე ინფორმაციაზე თავს ვერ დავდებთ. გასაგებიცაა რატომაც არ აწესრიგებდნენ ბაზას.
33, 029 - ში შედის აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებიც. ეს ციფრი მუდმივად და სწრაფად იცვლება, რადგან პარალელურ რეჟიმში სტუდენტები იღდგენენ სტატუს. სტატუსი შეიძლება შეიჩერონ რამდენიმე მიზეზით - ავადმყოფობა, ფინ დავალიანება, საზღვარგარეთ გამგზავრება, საგნების ჩაუბარებლობა. სტუდენტი თვითონ აკეთებს განაცხადს და უთითებს მიზეზს (რაც სუბიექტურია).
პირობითად ბაზაში სტატუსის შეჩერებისას 10 000 სტუდენტს მიზეზად უფიქსირდება ფინანსური დავალიანება, მაგრამ ამ რაოდენობაში შედის სოლიდური რაოდენობა 100% გრანტით დაფინანსებული სტუდენტებისა და ის სტუდენტები, რომლებიც უფასო მიმართულებაზე სწავლობენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ინფორმაცია ვერ იქნება ზუსტი. აბსურდია 100% -ით დაფინანსებულმა სტუდენტმა სტატუსი შეიჩეროს ფინანსური დავალიანების გამო. რამდენიმე უნივერსიტეტში გავტესტეთ ეს რაოდენობები და 1900-ზე მეტი სტუდენტი დაფიქსირდა, რომელიც ამბობს რომ სტასტუსი შეიჩერა დავალიანების გამო, სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ. სტუდენტები მასიურად ერიდებიან ისეთი მიზეზების მითითებას, როგორიც არის ავადმყოფობა და საგნის ჩაუბარებლობა. აგრეთვე სტატუსს იჩერებენ, იმისათვის, რომ გაიხანგრძლივონ სტუდენტობა და ჯარი აიცილონ თავიდან.
ამიტომ ჩვენ ვუყურებთ სტატუსშეჩერებული სტუდენტების მთლიან რაოდენობას და არა მიზეზებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი რაოდენობა სტატუს შეჩერებულებისა არის მხოლოდ 23% მთლიანი სტუდენტების რაოდენობისა (ისიც 5 წლის ნაგროვები), რაც ბევრად დაბალი ევროპასა და ამერიკის უნივერსიტეტებში არსებული სტუდენტური განთესვის მაჩვენებელთან შედარებით (35-45% საშუალოდ).
საინტერესოა სხვა მონაცემებიც:
1. იმის გამო რომ გაიზარდა სტუდენტების დაფინანსება, 2013 და 2014 წლებში მკვეთრად გაიზარდა სტუდენტების მიერ სტატუსის აღდგენები. 2013 ში სტატუსი აღიდგინა 10,600 სტუდენტმა, 2014 ში კი 7,800 (წელი ჯერ არ დასრულებულა). 2011 და 2012 წლებში ეს მაჩვენებელი 3,400 ზე მეტი არ ყოფილა. ეს იმის შედეგიც არის რომ 2013 წელს 5000 სტუდენტი დავაფინანსეთ სტიქიით დაზარალებული ოჯახებიდან. 2014 წელს კი საზღვრისპირა სოფლებიდან 500-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა. აგრეთვე სოციალურად დაუცველი სტუდენტების ორჯერ მეტი რაოდენობა ფინანსდება 2013 წლიდან. - კარგია დაინტერესდნენ სხვა მაჩვენებლებით, როგორიც არის სტატუსის აღდგენები...
2. დღეისათვის სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება 23, 314 სტედენტი, 2012 ში ამ სტუდენტების რაოდენობა იყო დაახლოებით 11,400. ნაწილობრივ დაფინანსებით კი დღეს სტუდენტების რაოდენობის 55% ფინანსდება.
3. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ დღეს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების 55% იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, 100%, 70% და 50% გრანტების, უფასო მიმართულებებისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში. ასეთი რამ 2012 წლამდე არ მომხდარა.
მინდა მივმართო ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ მოეშვან არარსებული ციფრებით ჟონგლიორობას და ნუ შეყავთ მოსახლეობა შეცდომაში. რეალობა არის ეს, რომ 2012 წელტან შედარებით ფაქტიურად ყველა რგოლში არის როგორც მინიმუმ გაორმაგებული სტუდენტების დაფინანსება.
ესეც ბიზნესკონტაქტის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=70fnYmdPRZ0