#42442019 · 4 Oct 2014, 18:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს ჭავჭავაძეზე მივდიოდი და უცებ ვიღაც ტიპი (სადღაც 24-26 წლის) მაჩარებს (ეტყობა მობილური დამინახა ან რავიცი,სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ) და მეუბნება გვერდზე ავიდეთ 2 წუთიო,მე მეჩქარება მეთქი ვერ გავჩერდები,აქვე მითხარი თუ რამის თქმა გინდა მეთქი,ტიპი მაინც აგრძელებს კითხვების დასმას "სად ცხოვრობ?","მანდ გიორგის იცნობ?","რამდენი წლის ხარ" (მე ბუნებრივია არ ვეუბნები სიმართლეს)და მაინც ცდილობს რომ გადამკვეთ ქუჩაზე გამიყვანოს,რამდენიმეჯერ გავუმეორე ძმაკაცები მელოდებიან ქვემოთ და მაგრად მეჩქარება უნდა გავიქცე მეთქი და ბოლოს ირონიული ტონით მეუბნება მიდი გაიქეცი,გაიქეციო,მეც წავედი იძულებით,რამდენიმე წუთში რომ გავხედე გაქრა ადგილიდან. ხურდა ხომ არ გაქვს ძმაო ტიპები გასაგებია და ესეთი ტიპები რაზე ჩალიჩობენ ან ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? მე პირადად პირველად მაჩერებს ქუჩაში ვიღაც უცხო და ნაგლი ტონით მოთხოვნებს მიყენებს
|