ავტომფლობელები – თბილისში მანქანის პარკირება დღეში მინიმუმ 2 ლარი გვიჯდება ეს მაფიაა და რეკეტითბილისელები დედაქალაქში არსებულ პარკირების წესებს აპროტესტებენ. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქტნიუსს" თბილისში მცხოვრები ავტომფლობელები დაუკავშირდნენ. რესპოდენტებმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს. მათი განცხადებით, დედაქალქში პარკირების თვალსაზრისით სეიოზული პრობლემაა. უფრო მეტიც მოქალაქეებმა , სააგენტოს სანდო წყაროზე დაყდნობით სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათი თქმით, იქმნება ახალი ე.წ. მაფიოზური დაჯგუფება, რომლებსაც თბილისში ავტოსადგომებზე უკანონოდ მდგარი ე.წ „სტაიანშიკები" არაკანონიერი შემოსავლიდან წილს მისცემენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მანქანის სადგომზე ფულს ცალკე სითი პარკსა და ცალკე ე.წ „სტაიანშიკებს" უხდიან და პარკირება ორმაგი უჯდებათ. დედაქალაქში არსებული პარკირების წესებთან დაკავშირებით ინკოგნიტო რესპოდენტებმა სააგენტოს, შესაბამისი უწყებების მისამართით კითხვარებიც გადასცეს, რომელსაც „ინტერფაქტნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
1)რატომ არსებობს კომპანია „ სითი პარკი", როცა დაკისრებულ პასუხისმგებლობას სათანადოდ ვერ ახორციელებს?
2) ვინ არიან და რატომ დგანან სითი პარკის სადგომებზე ე.წ. სტაიანშიკები?
3) ვის აწყობს და ვის ინტერესებში შედის ის, რომ მოქალაქეები მანქანის პარკირებისთვის ორმაგ ფულს იხდიან, (ცალკე სითი პარკს ცალკე „სტაიანშიკებს").
4) რა პასუხისმგებლობა აკისრია ე.წ. „სტაიანშიკს" ანუ მოპარულზე, გაკაწრულზე ან საჯარომოზე გადაყვანილ მაქნქანაზე აგებს პასუხს ?
5)ის უწყებები ვისაც ეს აკითხი ევალებათ რატომ არ იღებენ შესაბამის ზომებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დედაქალქში პარკირების წესები სათანადოდ მოგვარდეს.
6) ე.წ. „სტაიანშიკები' არაოფიციალური მხარეა და ისინი უკანონოდ დგანან პარკირების ადგილზე და ავტომანქანების მფლობელებსაც ფულს უკანონოდ ართმევენ რატომ?
ავტომანქანების მფლობელები აცხადებენ, რომ პარკირება დღეში მინიმუმ 2 ლარი მაინც უჯდებათ და თბილისში ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას მაფიას და რეკეტს უწოდებენ.
http://www.interfactnews.ge/index.php/sazo...9-03-20-38-2288