წინა თემები:თბილისის ავტობუსები - I ნაწილითბილისის ავტობუსები - II ნაწილითბილისის ავტობუსები - III ნაწილი,თბილისის ავტობუსები - IV ნაწილი,ინფორმაცია:ოფიციალური ვებ-გვერდი
http://transit.ttc.com.ge/სასარგებლო ბმულები:ავტობუსები რეალურ დროში (online), ტაბლოს მონაცემები, მარშრუტების სია, მგზავრობის დაგეგმვა და ა.შ.
http://transit.ttc.com.ge/?page=scheduleსამგზავრო ტარიფი, ფასდაკლებები და შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიები
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=54ჯარიმის გადახდა ინტერნეტით
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40სამარშრუტო სქემა:
ცნობები:თბილისის ავტობუსების სისტემის განახლება (თავიდან გაკეთება) 2004 წლიდან დაიწყო როდესაც პირველი ჰოლანდიური DAF-ის მეორადი მოხმარების ავტობუსების პარტია ჩამოვიდა. შემდე პირველი მცირე რაოდენობა უკრაინული Bogdan A092 ჩამოვიდა. 2006 წელს ჰოლანდიური ავტობუსების მეორე პარტია მიიღო მერიამ.



2007 მერიამ გამოაცხადა ტენდერი 510 ახალი ავტობუსის შეძენაზე (360 პატარა 150 დიდი). ტენდერში კორპორაცია ბოგდანმა გაიმარჯვა და თბილისის მერიას 360 Bogdan A092 და 150 Bogdan A144.5 მიაწოდა.


2010 წელს თბილსში 6 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ DAF-ების ერა დასრულდა. უმრავლესობა ჩამოიწერა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადასცეს.
მანამდეც ჩამოიწერა გარკვეული რაოდენობა, ზოგი დაიწვა ზოგს ავარია მოუვიდა და ა.შ.
2011 წლის სიახლე არის გაჩერებებზე ტაბლოების დამონტაჟება. სულ მთელ თბილისში ასეთი 450 ტაბლო დამონტაჟდება.

ყველა ავტობუსი აღჭურვილია GPS სისტემებით, რომელიც მათ ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. ინფორმაცია გადაეცემა სერვერს, რომელიც ამუშავებს მას და იმის მიხედვით როგორია მარშრუტი საშუალო მოძრაობის სიჩქარის გათვალისწინებით, ითვლის დროს, როცა ავტობუსი გაჩერებას მიაღწევს
დროის განსაზღვრა ხდება ავტობუსის მიერ გადაცემული ინფორმაცის მიხედვით–სად იმყოფება იმ მომენტში დ რამდენი მანძილი დარჩა გასავლელი. დავუშვათ, მოცემული ინფორმაციით ავტობუსი ერთ–ერთ გაჩერებაზე უნდა მივიდეს 15 წუთში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქში 90–წამიანი შუქნიშნები გვაქვს, რომელიც ადვილი შესაძლებელია დაკეტილი დახვდეს ავტობუსს, ის უკვე ვეღარ შეძლებს ზუსტად 15 წუთში დანიშნულების ადგილზე მისვლას. თუმცა ჩვენი გამოცდილებით ავტობუსის მოძრაობის საშუალო სიჩქარე ზოგადად ემთხვევა ნაკადის საშუალო სიჩქარეს და ძალიან დიდი ცდომილება, რაც ადამიანების სერიოზულ უკმაყოფილებს გამოიწვევდა, ჯერჯერობით არ მიგვიღია.
რაც შეეხება ხარვეზებს, ეს უფრო ადრე იყო, როცა საცდელი 20 ტაბლო გავუშვით. ბევრი რამის შეცვლა და გათვალისწინება მოგვიწია, რასაც მანამდე საჭიროდ არ ვთვლიდით. მაგალითად, ავტობუსი საწყისი პუნქტიდან გასვლას აგვიანებს, შესაბამისად შუალედურ გაჩერებაზე მისვლის დრო იცვლება; ან ქალაქში საცობია, რაც მოძრაობას აფერხებს. ამგვარი შემთხვევებისთვის საჭირო გახდა ალგორითმების შექმნა, რომელიც მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალს იძლევა.
http://www.navigator.ge/ArticleView.aspx?Id=11062012 წელს დაინერგა SMS სერვისი, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიგონ მარშრუტის მოსვლის ფაქტიური დრო ნებისმიერ გაჩერებაზე (მათ შორის სადაც ტაბლო არ არის დამონტაჟებული). სერვისი კომფორტულია იმ კუთხითაც, რომ გაჩერების ნომრის ცოდნის შემთხვევაში, მოსვლის დროის გაგება შეიძლება გაჩერებაზე მისვლამდეც, სახლიდან გაუსვლელად.
ასევე, იგეგმება სატრანსპორტო აპლიკაციის შექმნა მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც შეიქმნება
პოპულარული პლატფორმებისთვის (Android, IPhone, Windows mobile და ა.შ.) და მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას
მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომლის მიღებაც შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდიდან:
მგზავრობის დაგეგმვა, ავტობუსი რეალურ დროში, ინფორმაცია გაჩერებების შესახებ, მარშრუტების მოსვლის დრო
რეალურ დროში, განრიგები და ა.შ.
მიმდინარეობს თბილისის ავტობუსის მარშრუტების, გაჩერებების და განრიგების ინფორმაციის ინტეგრაცია
Google-ს სისტემაში (Google Transit), რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის დაგეგმვა, მარშუტების და
გაჩერებების შესახებ ინფორმაციის მიღება Google-ს რუკაზე (Google Map).
2013 წლის შემოდგომაზე, თბილისის მერიამ დედაქალაქში ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.თბილისის ქუჩებში 100 ახალი ავტობუსი ე.წ დიდი ”ბოგდანის” ტიპის ავტობუსებს ჩაანაცვლებს, რომლებიც თავის მხრივ,
პატარა ავტობუსებს შეცვლიან.....
სატენდერო პირობების შესაბამისად, ახალ ავტობუსში არანაკლებ 85 მგზავრის ადგილი იქნება, აქედან 30 (± 5 ადგილი) დასაჯდომი.
გარდა ამისა, ტენდერით გათვალისწინებული აუცილებელი პირობაა, ახალ ავტობუსებში იყოს სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის.
დედაქალაქის მერიის მიერ დადგენილი პირობებით, ავტობუსს მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს 3 ასასვლელი. შუა კარები აღჭურვილი
უნდა იყოს მექანიკურად გადმოსაშლელი დაფით, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული. ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების
ინტეგრირებული გათბობა, კონდიცირება და ვენტილაცია.
პირველი 20 ავტობუსის შემოყვანა 2014 წლის 15 მაისამდეა გათვალისწინებული, დანარჩენი 80 ავტობუსის შემოყვანა კი აგვისტოს ბოლომდე უნდა მოხდეს.