დავძლიე საკუთარი პატივმოყვარეობა, ამპარტავნობა, რაღაცაც დავთმე მიუხედავად წყენისა და მინდა ახლა გავიხსენო მხოლოდ ყველაფერი კარგი, სამართლიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაც, რაც ნამდვილად იყო ჯიმის მხრიდან ჩემდამი.
საჯაროდ მოვინანიებ რაც ასევე ჩემი მხრიდან, ახლა უკვე არ აქვს მნიშვნელობა რატომ, ჯიმის მისამართით უსიამოვნო გამომითქვამს, ასეთი კი, არც თუ ცოტა დაგროვდა ბოლო 2 წლის განმავლობაში.
გადავწყვიტე, რომ უსასრულოდ ამის გაგრძელება უბრალოდ სისულელეა, შესაბამისად საჯაროდ ვთავაზობ ჯიმის დაზავებას!
მგონია, რომ ყოველგვარ ურთიერთობებში, პიროვნულიდან დაწყებული, ყოველთვის, როგორც რუსები ამბობენ, ცუდი მშვიდობა სჯობს კარგ ომს.
თუმცა თავისებური ხიბლი რომ ჰქონდა ჩვენს ვირტუალურ მტრობას, ვერც ამას უარვყოფ...

შერიგების ნიშნად, ჯიმი, ეს შენ ჩემგან!
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ