https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/...damyardeba.html * * *
თბილისში ბურთის კენწვლაში მსოფლიოს რეკორდი დამყარდება
საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერითა და საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით, თბილისი მოლში მსოფლიოს რეკორდი დამყარდება.
ყველაზე ხანგრძლივი რეკორდის დამყარებას ფეხბურთის ბურთის კენწვლაში ლევან შერაზადიშვილი გეგმავს. ქართველი ბურთის კენწვლას გაუჩერებლად 28 საათზე მეტ ხანს აპირებს.
ლევან შერაზადიშვილმა რეკორდის დამყარება დღეს თბილისი მოლში 11:05 საათზე დაწყო და სავარაუდოდ, 23 აგვისტოს 15:00 საათის შემდეგ დასრულდება. სავაჭრო ცენტრში მისულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ თვალი ადევნონ რეკორდის დამყარებას. რეკორდს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია მუდმივად აკვირდება.
31 წლის ლევან შერაზადიშვილი ბურთის კენწვლით 14 წლიდან დაინტერესდა. პროფესიულ დონეზე
არსდროს უვარჯიშიაა, ეს მისთვის რეკორდის დამყარების პირველი მცდელობაა.
ამ დროისთვის, ყველაზე ხანგრძლივი რეკორდი ბურთის კენწვლაში მექსიკელ აბრაამ მუნიოზსს ეკუთვნის, რომელმაც ბურთი 28 საათის განმავლობაში კენწლა. რეკორდი 2017 წლის 5-6 მაისს ნიუ-იორკში დამყარდა.
მასალის გამოყენების პირობები ( ps შანსი არ აქვს გამორიცხულია 28 საათი კენწლოს
* * *
რეკორდს დაამყარებს ვილიამ ჰილი 1000 კოეფიციენტი ვერ დაამყარებს 1.1კუში მოეფსმება 41 კუში არ მოეფსმება 5 კუში