მესმის ნამდვილად და მითუმეტეს იმ ფონზე როცა ფორუმზე მრავლად იყო ასეთი შემთხვევები
აქ ერთი საკუთარი შვილის ავადმყოფობიტ აკეთებდა ფულს.
არანაირი ორგანიზაციის წევრი არ ვარ. ამ ფორუმის მშობელთა კლუბის მოდერი ვარ. ამ ბებოს 2 წელია ვეხმარებით და ჩემი საბუთი მხოლოდ ამ კლუბის წევრების დასტურია რომ თანხა კაპიკ კაპიკ ბებოს ხმარდება. ამ ორი წლის მანძილზე ჩემთან ერტად რიგრიგობით დანრჩენი წევრებიც ამოდიან . ერთად ვყიდულობთ საჭირო პროდუქტს და თავის თვალით ნახულობენ ბებოს.
ბებომდე მშობელთა კლუბი ვეხმარებოდით კასპელ გაჭირვებულ მრავალშვილიან დედას.
მერე წეროვნელ ოჯახს რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავდა.
მანამდე ერთ ერთ უპატრონო მოხუცთა სასადილოს
და ამას ყველაფერს ვაკეთებდით კოლექტიურად
ამ განყოფილებაში დედები ვართ შეკრებილი ყოველდთვე ვდებთ მცირე თანხას და ვცდილობთ პერიოდულად ვინმეს დავეხმაროთ.
ჩენი ჯგუფი დაახლოებით 30 ყოველთვიური შემომწირველისგან შედგება და პერიოდულად სხვა განყოფილებებიდანაც გვეხმარებიან
მათგან უმეტესობა პირადად მიცდნობს დ აარა ფორუმული ნიკით
ახლა ამ ბებოს განსაკუთრებულად გაუჭირდა. მარტო ჩვენი სახსრები არ ჰყოფნის მის ამ ზამთრის ამბავს და ამიტომ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ფორუმის სხვა განყოფილებებშიც გავხსენი თემა რომ მსურველები აქედანაც შემოგვიერნენ და მოვახერხოთ კიდევ ერთხელ გამოვაზამთროთ ეს მოხუცი. მითითებულია ჩვენი ლინკიც და სადაც შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ მთელი 2 წლის დეტალებს.
ესაა სულ ჩემი დამადასტურებელი საბუთი და თქვენი ნებაა გვენდობით თუ არა.
თუ დახმარების სურვილი გაქვთ მაგრამ ჩვენ ვერ გვენდობით შემიძლია მოგცეთ ბებოს მისამართი და ჩვენს გარეშე თქვენ თვითონ ან თქვენს მეგობრებთან ერთად ახვიდეთ ადგილზე ნახოთ რა დღეშია და დაეხმაროთ. ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება.
* * *
NAVIდედას გაფიცებ რა სიამოვნებას იღებ თემიდან თემაში რომ დადიხარ და ასეთი პოსტებით ცდილობ ხელი შეგვიშალო მოხუცის დახმარებაში?
ან რა არის შენი მიზანი. ვინმე გითხრა რომ რაც უფრო 'ცუდი პოსტინგით'' გამოხვალ პოპულარური გახდები? ან თვითშეფასებას იმაღლებ ასეთი საქციელით თუ რა გჭირს. ვინ ხარ ასეთი რა გაწუხებს რომ ასეთ თემაზე ცდილობ იხუმრო გაერთო თუ არც ვიცი რა დავარქვა ამას..
ან ბებია არ გყავს ან ვინმე მოხუცი ახლობელი, ან არ ვიცი... რა გითხრა აღარ ვიცი..
ცუდია ასეთი საქციელი. იმედია როდისმე მიხვდები და ცოტათი მაინც ინანებ
კვირის ბოლოს ვაპირებ ბებოსთან წასვლას. წამოხვალ?
ოღონდ გავცივდი და ფეხი მტკივა ან ინტერნეტი გამომერთო და ვერ დაგიკავშირდი მიზეზები არ მიიღება