ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს კოორდინირების და მედიატორის მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 3 საგრანტო პროგრამას იწყებს
ინოვაციების ლაბორატორია - ilabინოვაციების ლაბორატორია გულისხმობს იმ ინფრასტრუქტურული ინსტრუმენტის შექმნას,რომელიც უფრო მეტად დააახლოებს სასწავლო პროცესს საბაზრო მოთხოვნებთან. გარდა ამისა, იგი საშუალებას მისცემს სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან და აწარმოონ მათზე დაკვირვება და კვლევა ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
ტექნოლოგიების კომერციალიზაციადაფინანსებისთვის შემოთავაზებული განაცხადები მიზნად უნდა ისახავდეს ბაზარზე ორიენტირებული ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი პროდუქტის,პროცესის ან სერვისის შექმნას და/ან მის კომერციული სიცოცხლისუნარიანობის შემდგომ განვითარებას. პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების ინოვაციას, რომელიც ახალია გლობალური ბაზრისთვის, სექტორის/რეგიონის ან ბაზრის სეგმენტისთვის.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - FabLabინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართელოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოსაცხადებელი კონკურსი „ფაბლაბი საქართველოში“, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას, მიზნად ისახავს მკვეთრ გარღვევას საინჟინრო-კვლევითი, საწარმოო სივრცის შექმნის და განვითარების
ჩვენ გვაქვს კომპიუტერული ტექნიკისა და ელექტრონიკის წარმოებისა და სერვისის უდიდესი ბაზა ამიერკავკასიაში, ვთავაზობთ თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების შექმნას კრეატიულად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ტექნოლოგებს და სხვა მეცნიერ თანამშრომლებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სააგენტოს ვებ გვერდზე
www.gita.gov.ge