დავიწყოთ იქიდან, რომ ეს სახელი კარგადაა გამჯდარი როგორც აღმოსავლეთ საქართველოს აღმნიშვნელი ტერმინი, მაგრამ რატომ არა დასავლეთისაც? მაშ საიდან მოიგონებდა ლევან მე-2 ასეთ რამეს? ივერია/იბერია იგივე ერთიანი საქართველო არ უნდა იყოს?
ლევან II-ის ტიტულიდან (”ყოვლისა საქართველოთა პატრონი~) ჩანს, რომ XVII საუკუნეში ეროვნული ცნობიერების უკიდურესი დაკნინების ეპოქაში სამეგრელოს მოსახლეობის ეროვნული იდენტობა შეურყეველია და ქვეყნის დაშლა-დანაწევრების მიუხედავად მტკიცეა. აქაური საზოგადოება ფიქრობს არა იმაზე, რომ გამოიყენოს შექმნილი ვითარება და ქვეყნის დაშლის დროს ააღორძინოს კუთხური ცნობიერება, არამედ იღვწის, რათა ქვეყნის სხვა ნაწილების უძლურების დროს მტერმა არ მოშალოს ერთიანი ივერიის სუვერენიტეტი და სასწრაფოდ გააერთიანოს დაშლილი ქვეყანა. ასეთ დროს სამეგრელოს საზოგადოებაში ჩაისახა იმედი იმისა, რომ საქართველოს გაერთიანების საქმეში დაეხმარებინათ რუსეთის ძლიერი სახელმწიფო. ამიტომაც გაგზავნეს ელჩად რუსეთში მღვდელი გაბრიელ გეგენავა. მან 1639 წლისათვის შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინა რუსეთის სახელმწიფო მოხელეებს. იხილეთ სრულად:
http://www.conference.ge/topic/2973-ლე...