World Trade Center
ამწუთას მოვრჩი ყურებას და ძალიან გამიცრუა იმედები

სრულიად ფუჭად დავკარგე 2 საათი, ძალიან მოსაწყენი, ნაკლებად ემოციური და ჩემთვის მხატვრული თვალსაზრისით ძალიან ნაკლებად ღირებული ფილმი....
ბევრად უკეთესად შეიძლებოდა ამ თემის გამოყენება და მართლა კარგი ფილმის გადაღება!
თავად ისტორიაც, ნანგრევებში მოყოლილი ორი პოლიციელის შესახებ, ძალიან ბანალურად და უინტერესოდ მომეჩვენა... ბევრი კარგი სიუჟეტის აგება შეიძლებოდა სავაჭრო ცენტრის ტრაგედიაზე, უფრო მეტი პერსონაჟით, უფრო დაძაბული სიტუაციებით...
ახლობლების ემოციებმაც უმნიშვნელოდ გადმომცა პირადად მე იმ მომენტების სიმძაფრე... დიალოგებიც ძალიან სუსტი იყო, თუმცა ძალიან საინტერესო საუბრების განვითარება შეიძლებოდა სასიკვდილოდ განწირულ, ნანგრევებში მომწყვდეულ ორ ადამიანს შორის, რომელთათვის საუბარი გადარჩენის მთავარი გზა იყო, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ უაზრო და ერთფეროვანი ამერიკული გამამხნევებელი შეძახილები ისმოდა...
შუა ფილმში რამოდენიმეჯერ ძალიან უაზროდ დაიძაბა სიტუაცია, უფრო ექშენის შემოტანის უსუსური მცდელობა იყო ჩემი აზრით...
მოკლედ, ბევრად მეტს ველოდი, ბეევრად...
3/10 იმჰო...
P.S. ამ ფილმზე ბევრად მეტად ვისიამოვნე და ბევრად უფრო დიდი ემოციებით დამტვირთა თითქმის ამავე თემაზე გადაღებულმა ფილმმა
United 93 - არაჩვეულებრივად მონათხრობი ისტორია ერთ-ერთ იმ თვითმფრინავის მგზავრების შესახებ, რომელიც 11 სექტემბერს ჩამოვარდა აშშ-ში; ყველას გირჩევთ ნახოთ.