"სტუდენტთა უფლებების ლიგა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
"აქცენტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"2014 წლის 25 სექტემბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საკითხზე. "რუსთავი 2"-ის სიუჟეტში ფიგურირებს ორი სტუდენტი გიგი ასტრანიანი და თათია პაპავა. ორივე ამბობს, რომ არიან სტატუსშეჩერებული სტუდენტები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული განცხადებები კეთდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში.
გვინდა გითხრათ, რომ თათია პაპავა, რომელიც "რუსთავი 2"-ის მიხედვით არის სტატუსშეჩერებული სტუდენტი სინამდვილეში არასოდეს არ ჰქონია სტატუსი შეჩერებული და დღესაც არის გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტი.

რაც შეეხება გიგი ასტრანიანს, სინამდვილეში მისი სახელი და გვარია გენო ასრატიანი, რომელიც სწავლობდა საქართველოს უნივერსიტეტში. მოგეხსენებათ ამ უნივერსიტეტმა ბევრ სტუდენტს შეუჩერა სტატუსი ჩვენ ეს ფაქტი არაერთხელ გავაპროტესტეთ და აქციებიც გავმართეთ და ვიბრძვით ამ მიმართულებით ახლაც. გენო ასრატიანს შეუჩერდა სტატუსი, შემდეგ იგი გადავიდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით სადაც უნივერსიტეტს მობილობის შემდეგ არ მიაკითხა.

ეს არის მორიგი მცდელობა "რუსთავი 2"- ის და "ნაციონალური მოძრაობის", რომ წამოწიონ ეს მტკივნეული საკითხი და შეიყვანონ კიდევ ერთხელ სტუდენტები შეცდომაში რათა გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ერთმანეთს გადაკიდონ სტუდენტები. ასევე განახებთ ფაქტს თუ სად, როდის და როგორ ხდება ამ პროვოკაციების დაგეგმვა და ვინ ახორციელებს ამას.

აღნიშნული პირი ლაშა ფარულავა წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურ მხარდამჭერს და წევრს, რომელიც ეხლა გვევლინება სამოქალაქო სექტორში, იგივე ვასო ურუშაძე, გირშელ ბართაია და ა.შ. სხვა აღნიშნულ პირებს რომლებიც არიან დათაგულები პოსტზე ხედავთ და მარტივი მისახვედრია თუ ვის ინტერესებს ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია. ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ "რუსთავი 2"-ის მიხედვით სტატუსშეჩერებული სტუდენტები ესწრებიან ამ თათბირს, რომელსაც მართავს პრაქტიკულად "ნაციონალური მოძრაობა".
ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა არავის მისცემს უფლებას, რომ პოლიტიკური მოტივების გამო გამოიყენონ და შეცდომაში შეიყვანონ სტუდენტები და დაარღვიონ მათი უფლებები.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ჩვენ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლებს გვიკრძალავს ნებისმიერი სახის სატელევიზიო კომენტარის გაკეთებას თსუ-ს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, მაშინ როცა საქმე ეხება საქართველოს უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტთა უფლებების დარღვევას და ა.შ. გასაკვირია ის ფაქტი და გარემოება, რომ ჩვენ რომლებიც ვიბრძვით სტუდენტთა უფლებების დაცვისთვის თსუ-ს საზ. ურთიერთობასთან სამსახური გვბლოკავს და რუსთავი 2 ის და ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციას ხელს უწყობს და არ ინტერესდება თუ რა სახის პროვოკაცია კეთდება უნივერსიტეტის ფონზე"- ნათქვამია განცხადებაში.
http://accent.com.ge/samarthali/12979-qstu...html?lang=ka-GE