წყარო -
http://www.ambebi.ge/samartali/113517-adam...i-daakaves.html20:57 / 13-10-2014
ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ყოფილი სოდის და კუდის თანამშრომლები დააკავეს
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ანუ კუდის თანამშრომელი - 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ანუ სოდის თანამშორმელი - 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი ანგარებით, ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას "ტე-ტე"-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს. დაკავების კადრები:
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/krim...i-daakaves.html21:23 / 13-10-2014
იოსებ გიორხელიძის პირველი კომენტარი გატაცების შემდეგ
--------------------------------------------------------------------------------
"მეხუთე დღეს პოლიციამ გადამარჩინა, ყველა გამტაცებული დაკავებულია. დიდ მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ თანამშრომელს, რომ დავუბრუნდი ჩემს ოჯახს ჯანმრთელად და სახსალამათად", - აცხადებს გიორხელიძე.
...ჰო და რას ფიქრობთ ხალხო და ჯამაათნო?!
...ჩვენი ნაც-უწმინდესობა ოპოზიცია ერთხმად მიიჩნევს, რომ ..."ეს სხვა არაფერია თუ არა, პუტინის მიერ მართული ოლიგარხი ივანიშვილის მორიგი ბინძური პროვოკაცია პოლიტიკური ანგარიშწორების მიზნით ...იმ ერთადერთ უდემოკრატიულეს და უჰუმანურეს ძალაზე, როგორიცაა - " ნაც მოძრაობა პირველად საქართველოს ისტორიაში"!პ.ს.: ნანუკა ა-შენ და ა-ერორ-რეპროდუქტორი, მიდით თქვენებურად, ერთი კაი ლაზათიანად წაუსნიკერსეთ!
This post has been edited by Stalker2005 on 14 Oct 2014, 17:18