ამ მანქანებს საქართველოში არ წყალობენ , მე 90 დასაწყისში მყავდა ვოლვო სედანი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. ამ მოდელს რაც შეეხება უნდა იცოდე რომ 2,9 კუბ, Т6 მატორიზე დგასGeneralMotors -ის გადაცემათა კოლოფი რომელიც ძალიან ხშირად გამოდის მწყობრიდან, ზუსტი ფასი არ ვიცი მაგრამ სადღაც 4000$ ფარგლებშია მისი ფასი. ანუ მაგ წლების მანქანის ნახევარი ფასი . ეს ხდება იმიტომ რომ დატვრთვს ვერ უძლებს. ასეთი პრობლემა 2.5 კუბატურის და 8 ცილინდრიან მატორს არ აქვს რადგან იქ სხვა გად . კოლოფი დგას თუმცა მათი ფასიც 5000$ ფარგლებშია . აქ ყველაზე საინტერესო ისაა რომ მცოდნე ხელოსანი GeneralMotors კოლოფს უფრო ადვილად გაარემონტებს , რადგან მარტივია . აი სხვა კოლოფები თითქმის არ ექვემდებარება რემონტს თუ გაფუჭდა10 ში ერთი შენი.(ღმერთმა დაგიფაროს)

ანუ ყიდვისას 2,9 გამორიცხე რადგან ნაწილებს და ხელოსან აქ ვერ იშოვი ადვილად , გამოწერითაც კი თავი გაგისკდება იმდენი წვრილმანია. ხელს არავინ მოკიდებს. ეს მთავარი პრობლემა დანარცენი აქვს რაღაც მინუსები ელექტროობაში მაგრამ ისეთი სასწაული არაფერი მის რეალურ კონკურენტებს რომ საერთოდ არ ქონდეთ. დანარჩენს სხვა დაწერს.