ესეთი დიზაინი რო ყოფილიყო რომელიმე ძრავაზე, როგორებიცაა: (DataLife Engine, Wordpress, uCoz, Joomla) უარყოფით შედეგს დაგიწერდი, მაგრამ ძრავა თუ შენი აწყობილია, საიტი კი შრომის შედეგად ჩამოყალიბდა ეს ერთ-ერთი პლიუსია და ამის გამო დადებით შეფასებას დაგიწერ. მომწონს, საიტს SSL სერთიფიკატი, რომ აქვს, რადგან საიტზე შესვლის დროს უფრო დაცულად ვგრძნობ თავს. დომეინზე რა მოგახსენო, არც საუკეთესო და არ ცუდი ვარიანტია, მოკლედ რომ ვთქვათ დომეინს არაუშავს და მარტივად დასამახსოვრებელიცაა, რაც ერთგვარი პლიუსია. დანარჩენ შემთხვევაში საიტი ძალიან კარგი და მარტივად გამოსაყენებლია, წარმატებები