ჯერ არ ჩაგიბარებია? თსუ-ში უნდა ჩააბარო თუ მართლა გინდა ოდნავ მაინც შეისწავლო სპეციალობა, ნუ სხვებთან შედარებით თსუ და აზია-აფრიკა უკეთესია თორემ სამოთხე არც აქ არის.
ის უნდა იცოდე აუცილებლად , რომ საერთაშორისო ურთიერთობა დიპლომატია არ არის. გამოდიხარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ბოლოსკენ შენ თვითონ დაკონკრეტდები რა მიმართულებით გინდა წახვიდე: ეკონომიკა, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება, სამართალი და ა.შ. შეგიძლია სპეციალიზდე რეგიონებზე მაგალითად კავკასია, სამხრეთ ამერიკა მთლიანად ან რომელიმე ქვეყანა კონკრეტულად, აუცილებელია ინგლისური და კიდევ ერთი ენა მინიმუმ მაინც ისწავლო.
პერსპექტივა ბევრია, მაგალითად ჟურნალისტობა აღნიშნულ სფეროში, შეგიძლია წახვიდე კონკრეტული მიმართულებით ან MFA-ში თუ მოხვდი ეგ საერთოდ ყველაზე კარგი ვარიანტია. ხშირად პოლიტიკაშიც მიდიან სუ-ს სტუდენტები
სწავლობ ყველაფერს, ეკონომიკიდან დაწყებული საერთაშორისო სამართლით დამთAვრებული, ყველაფერში ხარ მაგარი მაგრა, ძალიან მაგარი არაფერში

მოკლედ რაც მთავარია დაიმახსოვრე რომ ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის დიპლომი რომელსაც საქართველოში დამთავრების შემთხვევაში მოგცემენ არაფერს არ ნიშნავს, არ შეიძლება მთელი მსოფლიოს სპეციალისტი იყო, მაგისტრატურაზე(სასურველია უცხოეთში) აირჩევ რა მხრივ გინდა სპეციალობა.
P.S. ენები ყველაზე მთავარია