ძალიან განვიცდი რაც ახლა ჩემს თავს ხდება.
დღითი-დღე მეძაბება ურთიერთობა დედასთან. ვერაფერში ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს. დავღალეთ ერთმანეთი.
რაც არ უნდა მქონდეს გადაწყვეტილი ყოველთვის ცდილობს მომიძებნოს ალტერნატივები. ზოგჯერ კარგი ზოგჯერ ცუდი მარა აი უკომენტაროდ არაფრის გატარება არ შეუძლია. ძალიან მაღიზიანებს ეს ყველაფერი. ზოგჯერ უხეშად მომდის შეპასუხება ამაზე ბრაზობს და უარეს ქოქოლას მაყრის. მეც ვბრაზობ. ისტერიკებს ვერ ვაწყობ.
22 წლის ვარ, მყავს შვილი. არ მაძლევს საშუალებას ჩემით გადავწყვიტო ცხოვრებაში რაღაცეები.
არ მინდა რო რაიმე სახის მონსტრად გამოვიყვანო. ძალიან მეხმარება.
ბავშვის დატოვებაშიც მიწყობს ხელს როცა სამსახურში ვარ ან ვსწავლობ. მაგრამ თუკი სადმე მომინდა გასვლა არასამსახურეობრივ საქმეზე. ან უქმეებში იმ წუთას აგრესია აქვს.
დამღალა მართლა

რა ვქნა არ ვიცი. როგორ გავაგებინო რომ შეიძლება წელიწადში ერთხელ კლუბში მომინდეს წასვლა.
შეყვარებულთან შეხვედრას ცალკე ფაქტიურად ვერ ვახერხებ (ქმარს გაცილებული ვარ მე-4 წელიწადია). ბავშვიც თან დამყავს. ჯერ იმაზე ბრაზობს საერთოდ რატომ მყავს შეყვარებული და მერე ბავშვს რატო ვანახებ ჩემს შეყვარებულს.
რა ვქნა არ ვიცი. როგორ გავაგებინო რომ მეც ადამიანი ვარ. მეც მაქვს ჩემი საკუთარი აზრი და საერთოდ არაა საჭირო ყველგან ყველაფერში თავისი აზრი ჩამიკვეხოს და მერე ფაქტიურად მაიძულოს თავის სასარგებლოდ ვიმოქმედო.
ხანდახან მეც მინდა განტვირთვა.
მესმის რომ შვილი ყველაზე მთავარია.
რავიცი რა

რა შეიძლება რომ გავაკეთო?
თუ უმადური შვილი ვარ და ზედმეტი ვიწუწუნე ახლა ეგეც მითხარით.
იქნება ძალიან ვცდები ყველაფერში