არჩევანიძე
Junior Member

 
ჯგუფი: Registered
წერილები: 28
წევრი No.: 162507
რეგისტრ.: 26-February 13
|
#42538516 · 14 Oct 2014, 13:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო. მაქვს ბედნიერება წარმოგიდგინოთ თქვენთვის ალბათ უცნობი, თუმცა ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ქართველი პოეტი და პროზაიკოსი თამაზ ნამგალაძე, რომელიც ლიტერატურულ ასპარეზზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ერთის მხრივ მისმა თავმდაბლობამ, მეორეს მხრივ კი ზოგადად ახალგაზრდა მწერლებისადმი უყურადღებობამ განაპირობა ის, რომ ბევრი ჩვენგანი მის შემოქმედებას არ ვიცნობთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ მის რამდენიმე ნაწარმოებს.
„ვიფიქრებ ჩვენზე“
ზამთრის, დეკემბრის თეთრმა ამინდმა, გააასმაგა ფიქრები შენზე არ ვიცი რატომ ამჯერად თოვლი, როცა მუზას მე მაძლევდა მთვარე როგორც ამ ზამთრის ლიპი ყინული, შენი გრძნობებიც ცივია ჩემზე გულში იმედის ციმციმაც ქვრება, თუმცა მე მაინც ვიფიქრებ ჩვენზე
ბოლო დროს ერთი ფიქრი დამჩემდა, რომ მე უშენოდ ვერ გავძლებ ალბათ უკვე ეს ღამეც საქმეს ამთავრებს, ამ ფიქრს კი ღვინოც ვეღარ ამჩატებს ზამთრის ჰაერში გაყინულ მტრედებს, ვამსგავსებ ბაჩოს შენს სახლთან მოსულს იქ მე ხომ ვგავარ მესიის მახვილს, ქვეყნის ერთობა ძალიან რომ სურს
ისევე როგორც თოვლი რქმნის თბილისს, სიყვარული ცვლის თურმე კაცებსაც არ განმიცდია ადრე ეს გრძნობა, მისი ალმური და მძვინვარება ისე მძლავრია ეს ცეცხლი ჩემში, როგორც შენს გულში გამყინვარება იმხელა შიში გროვდება სულში, შეშურდებოდათ ღამის ლანდებსაც
ტყვისთვის შვება დევს პანდორს ყუთში, ჩემთვის იქ მხოლოდ შენი სახეა ეს ბოთლი ახლა მე რომ წინ მიდგას, თურმე შენდამი ლტოლვის მახეა ის დიდი შიში რომელიც მავსებს, მხოლოდ აზრია, ფიქრია „თქვენზე“ თუმცა იმედის შუქი კი ქვრება, მე მაინც ვფიქრობ, ვიფიქრებ „ჩვენზე“.
მიყვარხარ !
მე შენ გიძღვნი კიდევ ერთ ლექსს.
მინდა მოგწერო, მაგრამ გაქრა ჩემში თამამი, მინდა გადმოგცე რასაც ამდენხანს გულში ვმალავდი... სულელი ვიყავ, მეშინოდა ვერ გამიგებდი, და ამიტომაც ფერად ოცნებებს ლანდად ვირგებდი... მე ფოთოლცვენას მივამსგავსე შენი ტკბილი ხმა, შენ ხმას ვამსგავსე ცივი ზამთრის წვიმის წვეთები... წვიმის წვეთებში შერეულ სეტყვასა და ქარს ვამსგავსე შენში ამღვრეული ჩემი ლექსები... მე შემიყვარდა წყვდიადი ღამის მდუმარე ენა შემყვარებია დიადი გრძნობის იმედი, რწმენა რწმენა ამქვეყნად განუზომელის და მისით ლხენა და შემიყვარდა შენი, მხოლოდ უსიტყვო მზერა ფიალები კვლავაც სავსეა, გრძნობებით - ეშხით დაღამებული გული ბობოქრობს ვნებათაღელვით, ტრფობით დამთვრალა, გული ფეთქდება კვლავაც აისით, ცაზე ღრუბლები დაირაზმნენ, გედასკნენ ელვით. მეგონა მოვკვდი, ჩემი ტრფობის გავიდა ვადა, არვის მერიდა, მხოლოდ ჩემი ცრემლების გარდა. შენ კი აშალე ჩემ დაწყევლილ ცხოვრების ფარდა, შვება ვიგრძენი, სევდის და ტკივილის იარა გაქრა. დღეს კი ვთამამობ, ათასი რიდი ჩავკალი თასში, მინდა გეფერო და მიყვარდე სიზმრად თუ ცხადში, ყვავილს გაჩუქებ გამონაზარდს ცეცხლსა და ქარში და შენ მოგელი დაყუდებული ცხოვრების კარში. გაჩუქებ ჰორიზონტს და აგინთებ ვნებისცეცხლს ზღვაში, ვარსკვლავს მოვსტაცებ ცის კაბადონს, ჩაგიწნი თმაშ, მთვარიან ღამით გადავთელავთ ველ-მინდვრებს გაშლილს, და ჩემს სიყვარულს ჩაგითესავ შენსავე ხმაში. მიყვარს ეს განცდა, შენი ჩუმი ნაბიჯიც მიყვარს, მიყვარს მოხვევა, ზიარება შენს ბაგეს, მიყვარს, ოცნებას ვფიცავ, შენი თვალების სინათლე ვიცან, ეს გული მიყვარს, ტყვედ ჩავარდნილი, უზომოდ მიყვარს...
მიყვარხარ !
* * * ესეც რამდენიმე გვერდი მისი დღიურებიდან. სიყვარულისთვის მე ყოველთვის მცალია , მიუხედავათ იმისა, რომ არ ვიცი როგორ უნდა მიყვარდე. თუმცა დგევანდელი გრძნობა იმდენად ძლიერია რომ მგონია ყველაფერი გამოგვივა არა, უფრო გამომივა. არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა და ალბათ, ამიტომაც ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო და როგორ მივახწიო სასურველ მიზანს. როდესც გხედავ და გელაპარაკები ვერასდროს ვხვდები რა უნდა ვთქვა ისეთი, რომ თავი მოგაწონო. ვიბნევი, და არ ვიცი რა გავაკეთო როცა გწერ. ალბათ ესაა იმის ნიშანი რომ მიყვარხარ. შენს სურათებს, რომ ვათვალიერებ თავს ბედნიერად და თან უბედურად ვგრძნობ. ბედნიერად იმიტომ,რომ გიყურებ და შენით ვტკბები, ხოლო უბედური იმიტომ რომ ვხვდები რომ მხოლოდ სურათები და ძველი მოგონებები მაძლევს შენთან ყოფნის საშუალებას. ბოლოს 11 სექტემბერს გნახე ისიც ძალიან ცოტა ხნით და მემგონი ეს იყო ბოლო წვეთი. ვცდილობდი რომ დამევიწყებინე და რატომგაც მეგონა, რომ საჩემო არ იყავი, მაგრამ რა თქმა უნდა ვცებოდი. დაგინახე თუ არა მთელი ზაფხულის შენი „დავიწყება“ 1 წამში გაქრა და ის გრძნობა რომელიც ზაფხულამდე მქონდა ათჯერ გაძლიერდა და მივხვდი რომ უდიდესი შეცდომა დავუშვი როცა შენი დავიწყება ვცადე. დღეს 13 ნოემბერია და რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა ამ ორი თვის განმავლობაში რატომ არ დაგეკონტაქტე. სიმართლე გითხრა არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ეს დრო ჩემ თავში უკეთ გარკვევაში დამეხმარა და ახლა როცა უკვე ზუსტად ვიცი რა მინდა და ისიც კარგად ვიცი თუ როგორ მიყვარხარ მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ და ეს ყველაფერი ხვალიდან, უფრო სწორედ დღეიდან დაიწყება. უკვე ერთი წელია გიცნობ და კარგად მახსოვს ის დღე როცა პირველად გნახე მაშინვე შევამჩნიე შენში რაღაც ისეთი რაც ადრე არცერთ გოგოში არ შემიმჩნევია. არ ვიცი ამ რაღაცას რა დავარქვა, მაგრამ ყველაზე მეტად კეთილშობილებას მაგონებს, ხო მე შენში კეთილშობილება და უბოროტობა დავინახე. შემდეგ რაც უფრო გაგიცანი მით მეტი სიმპათია მიჩნდებოდა შენდამი. კეთილშობილების პირველ ეფექტს შენი მხიარულება და პასუხისმგებლობის გრძნობა დაემატა. ამან კიდევ უფრო მომაწონა შენი თავი და როდესაც შენი უსაზღვრო სიყვარული ვნახე ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების მიმართ, უკვე ბევრად დიდმა და ძლიერმა გრძნობამ შემოაბიჯა ჩემს გული, სიყვარულმა. ამის შემდეგ სულ უფრო და უფრო მიჭირდა შენთან ურთიერთობა შენთან დალაპარაკებასაც კი ვერ ვბედავდი ეს ალბათ ჩემი გამოუცდელობის ბრალია. მაგრამ, ახლა ალბათ შევიცვალე და მჯერა რომ შევძლებ მივაღწიო მიზანს და შენ ჩემი შეყვარებული გახდები. მე მზად ვარ შენთვის ყველაფერი გავაკეთო. მიყვარხარ !
13/11/12 3:09 2 დღის წინ მე ისევ მოვედი შენს სახლთან, ისევე მოვედი როგორც ამას ზაფხულში ვაკეთებდი ხოლმე, ოღონდ ამჯერად მთვრალი. არ ვიცი რატომ ვაკეთებდი ამას ზაფხულში ან რატომ გავაკეთე ახლა, მაგრამ ვხვდები რომ შენს სახლთან მოსვლით შენს სიახლოვეს ვგრძნობ და როდესაც სადარბაზოს გვერდით გაკრულ ფურცელს ვუყურებ სადაც 172 წერია ეგრევე შენი სახე მიდგება თვალწინ, ზუსტად იგივე მემართება როდესაც ქუჩაში შავ Hyundai Tucson_ს დავინახავ მით უმეტეს თუ ნომრები *** აქვს. 2 დღის წინ მოვედი, მოვედი და პირველად გავბედე სადარბაზოში შემოსვლა. ვიცოდი, რომ შიგნით ეზოში რომელიღაც სახლში მე-5 სართულზე ცხოვრობ, ამიტომაც ეზოში შემოხედვაც გავბედე დილის 3 თუ 4 საათი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ეზოს ღამის ლანდები არასდროს დამავიწყდება. გათენებამდე ვიჯექი სადარბაზოს კიბეზე და შენს ეზოს გავცქეროდი, სასმელს სულ უფრო ვეძალებოდი და შენზე ფიქრსა და ოცნებას სულ უფრო გადავყავდი ჭკუიდან. ამ დროს შენ, ალბათ მშვიდად გეძინა და ვერ ხვდებოდი, რომ ერთ ადამიანს სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ. მზის პირველი სხივის გამოჩენის თანავე მივხვდი, შენი სყვარულით თეთრად გათენებული ღამის შემდეგ უკვე დრო იყო სახლში წავსულიყავი. არ მეგონა თუ ასეთი სიყვარული შემეძლო და დიდ მადლობას გიხდი იმისთვის, რომ ამის აღმოჩენაში დამეხმარე. ვიცი რომ შენ ჩემდამი არანაირი გრძნობა არ გაქვს და ვიცი რომ ჩემი ხშირი მოწერით თავს გაბეზრებ, მაგრამ მე ჩემი ამ საქციელით იმას მაინცთუ მოვახერხებ რომ შენ ჩემზე დაწოლოსას 2 წუთით რომ მაინც იფიქრო, ჩემზე ბედნიერი დედამიწაზე კაცი არ იქნება. ჩემთვის ყველა ის წუთი ძვირფასია რომელიც შენთან ერთად გამიტარებია.
ამბობენ, რომ სიყვარული ადამიანს რადიკალურად ცვლის. მე ამის არასდროს არ მჯეროდა და სისულელედ მივიჩნევიდი, რადგან სიყვარული არასდროს განმეცადა. ახლა კი ვხვდები, რომ ეს აბსოლუტური სიმართლეა. მე შევიცვალე ყველაფრით. შემეცვალა გარეგნობა, შემეცვალა ჩაცმულობის სტილი, შემეცვალა ხასიათი, შემეცვალა ადამიანებთან დამოკიდებულება მათდამი უფრო შემწყნარებელი და ლმობიერი გავხდი. გავხდი მეტად სენტიმენტალური და რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა არის ის, რომ მე შემეცვალა აზროვნება, შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე. რომც არაფერი გამომივიდეს შენთან მე მაინც მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი ჩემში ამ ცვილებების გამო. მიყვარხარ ! 19/11/12 2:26 შენ ჩემთვის არ გცალია, არც მიკვირს შენ ხომ არ იცი როგორ მიყვარხარ. მე შენთვის უბრალოდ ბიჭი ვარ რომელიც თავს გაბეზრებს ყოველდღიური მიწერითა და შენთვის უაზროდ ლაპარაკით. ჩემთვის კი ეს მიმოწერა ისეთი უხერხული და ამაღელვებელია, მგონია რომ ხალხმრავალ ქუჩაში შიშველი დავდივარ. შენ დაპყრობილი გყავს ჩემი ტვინისა და გულის ყველა კუტხე-კუნჭული. შენზე ფიქრის გარდა თითქმის არაფერს ვაკეთებ. სულ რაღაც 2 კვირაა არ მინახიხარ, მაგრამ ისე მომენატრა შენი დანახვა, რომ ეს 2 კვირა 2 წლად მეჩვენება. ძალიან მომენატრა შენი თვალები და ლაღი ღიმილი. ეთი სული მაქ როდის გნახავ, მიუხედავად იმისა რომ შენი ნახვა ჩემთვის ისეთივე ძნელია როგორც მოწერა. ვიცი, რომ შემოგხედავ სუნთქვა შემეკრება და შენთან ლაპარაკის დროს გულის ცემა მკვეთრად ამიჩქარდება ეს ყოველივე კი ლაპარაკში შემიშლის ხელს და მერე ისევ 13 წლის ბავშვივით უნდა დავიწყო ცანცარი, რომ ეს ჩემი მდგომარეობა რამენაირად გადავფარო. ნელ ნელა უფრო და უფრო ვატყობ რომ ჩემთან ურთიერთობა არ გინდა. იმასაც ვხვდები რომ როგორც უბრალოდ მეგობარს ისე არ მიყურე ალბათ მე შენთვის უბრალოდ ბიჭი ვარ რომელსაც უყვარხარ. მე კი ვიცი რომ შენთვის მთავარი არა შეყვარებული არამედ სწავლაა. ეს ყველაფერი ძალიან მაშინებს და მაფიქრებინებს რომ მე და შენ ერთად ვერასდროს ვიქნებით, თუმცა იმედი არასდროს კვდება და მეც რაღაც იმედს ვიტოვებ რომ ერთ მშვენიერ დღეს მე და შენ ხელჩაკიდებულები გავუყვებით თბილისის რომელიმე ლამაზ ქუჩას. ნეტავ ახლა სულ ცოტა მაინც ვიცოდე იმაზე თუ რას ფიქრობ შენ ჩემზე თუ ფიქრობ საერთოდ რამეს. მერე მაინც მივხვდებოდი დაახლოვებით როგორ უნდა მოვიქცე და რა უნდა გავაკეთო რომ შენთან ისეთი ურთიერთობა ავაწყთო როგრიც მინდა. იმიტომ, რომ ახლა წარმოდგენა არ მაქ რა უნდა გავაკეთო. ადრე ასე თუ ისე ვხვდებოდი რა გამეკეთებინა, ყოველ შემთხვევაში დაახოვებითი გეგმა მაინც მქონდა ახლა კი საერთოდ არაფერი მომდის თავში, რადგან ვხვდები რომ შენ ჩემთან ურთიერთობა არ გინდა და ამის გაფიქრებაც კი სრულიად კეტავს ჩემ აზროვნების უნარს. ნეტავ ოდნავი წარმოდგენა მაინც გქონდეს თუ როგორ მიყვახარ, მაშინ უეჭველად შეიცვლიდი ჩემზე წარმოდგენას და ალბათ ყველაფერი აეწყობოდა. უბრალოდ ერთი ნატვრა მაქ „არ წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან არასდროს“. მიყვარხარ !
26/11/12 2:56 რაც უფრო გადის დრო, მეტად ვრწმუნდები, რომ შენთან სულ უფრო ნაკლები და ნაკლები შანსი მრჩება. შენ იდეალურ კაცს ეძებ მე კი ძალიან, ძალიან შორს ვარ იდეალურობისგან. მაგრამ მე შემიძლია მოგცე ისეთი რაღაცეები რაც შეიძლება ერთი შეხედვით იდეალურმა კაცმაც ვერ მოგცეს. მე შემიძლია მოგცე უსაზღვრო სიყვარული, მზად ვარ შენ გამო ყველას წინააღმდეგ წავიდე მზად ვარ ყველაფერს თავი დავანებო რასაც ახლა ვაკეთრბ ცხოვრებაში, ოღონდ შენ იყო ჩემთან. მეტიც მე შემიძლია შენს გამო თავი გავწირო. მე შენ მოგცემდი სითბოს, დაგეხმარებოდი ყველაფერში რასაც მოისურვებდი. დამიჯერე, ესეთი სიყვარულის მოცემა ბევრს არ შეუძლა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ შევძლებ. 2 – 3 დგის წინ 4 დეკემბეს დილის 1 – 2 საათზე მე ისევ მოვედი შენს სახლთან ისევ მთვრალი და ისევ საათობით ვუყურებდი სადარბაზოს გვერდით გაკრულ ფურცელს სადაც 172 წერია. მერე ისევ შემოვედი სადარბაზოში და ისევ სევდიანი გავყურებდი ეზოს ღამის ლანდებს. შენზე ვფიქრობდი, შენზე ფიქრი ხომ არასოდეს მბეზრდება. დაახოებით 4 – 5 საათი გავატარე შენი სახლის ახლოს დავდიოდი წინ და უკან სადარბოზოში მერე ისევ გარეთ და ისევ სადარბაზოში. შენზე ფიქრში გავათენე კიდევ ერთი ღამე. სახლში გამთენიისას წავედი, ცა უკვე შელურჯებული იყო. იცი, ამდენ ფიქრში ერთი რაგაცა აღმოვაჩინე, აღმოვაჩინე,რომ არაფრის არ მეშინია და ამ ანომალიას პასუხიც ვუპოვე. მე არ მეშინია არაფრის ალბათ იმიტომ, რომ სიყვარულის არ მეშინია. ხო, ალბათ ესაა სიმართლე, მაგრამ ერთი რაგაცის მაინც მეშინია, მეშინია რომ არ დაგკარგო სამუდამოდ. თუ ეს მოხდა მერე არ ვიცი რა მომივა თუმცა ამაზე ფიქრს აზრიც არ აქვს ამ შემთხვევაში ხომ ჩემი ცხოვრება არსს დაკარგავს და მერე რაც ღმერთს უნდა ის მომივიდეს. ალბათ, ოდესმე ამ ნაბოდვარს წაიკითხავ და იფიქრებ ჩემზე გიჟია ეს ბიჭიო, მაგრამ არა ეს გიჟის ნაბოდვარი არ არის ეს შეყვარებული ბიჭის წერილებია რომელიც შენ გამო მზადაა ყველაფრისთვის. თუმცა რას ვბოდავ, მართალია „სიყვარული = სიგიჟეს“. კი ეს ნამდვილად ასეა. მიყვარხარ !
--------------------
ის , ვინც გარბის
|