საქართველოს ნატოსთან დაახლოებამ ცხინვალის და სოხუმის შეშფოთება გამოიწვია
18:53 2014-10-09
ე.წ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები , ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე აქტიური მუშაობის დაწყებას ითხოვენ.
ცხინვალი და სოხუმი საქართველოს ნატოსთან დაახლოების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ . ამის შესახებ განცხადება ჟენევის შეხვედრის შეფასებისას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის სპეც-წარმომადგენლის აპარატში გაკეთდა. ამავე თემაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზეც ისაუბრეს.
ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებმა ჟენევის პროცესში ღია ჩარევად შეაფასეს ის რეკომენდაციები, რაც ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ დოკუმენტშია შეტანილი.
ე.წ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები , ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე აქტიური მუშაობის დაწყებას ითხოვენ, მათი განცხადების ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზანი სწორედ ამ შეთანხმების მიღწევა უნდა გახდეს.
შეგახსენებთ, ჟენევის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამაც გაავრცელა. განცხადებაში აქცენტი საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზეა გაკეთებული და აღნიშნულია, რომ ”ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა ამიერკავკასიის რეგიონში ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სტაბილურობას.”
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს ბოლო სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ „საგრძნობლად გაზარდა აუცილებლობა, დაიდოს შეთანხმებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ თბილსს, სოხუმსა და ცხინვალს შორის.“
ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდში, რომელიც 7-8 ოქტომბერს გაიმართა, მონაწილეობას იღებდა ე.წ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს, ევროკავშირის,გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები.
შემდეგი შეხვედრა ჟენევაში 2014 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
http://newposts.ge/?l=G&id=52145-%E1%83%AA...%83%A2%E1%83%9D,