ამაზე თემა იყო?...
ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთმა ლიდერმა ომარ ალ შიშანმა, იგივე ომარ ჩეჩენმა- თარხან ბათირაშვილმა სატელეფონო საუბრისას მამამისს განუცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს ერთ ერთი შემდეგი სამიზნე რუსეთი იქნება- ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. „მამა არ ინერვიულო, მე მოვალ სახლში და ვაჩვენებ რუსებს, ჩემთან ერთად ათასობით ადამიანია და ისინი უფრო მეტი იქნებიან“- ასეთი ციტირება გაუკეთა თარხანის მამამ, თემურ ბათირაშვილმა შვილის სიტყვებს.
როგორც ამ სატელეფონო საუბრამდე ერთ-ერთ ვიდეო მიმართვაში ალ შიშანიმ განაცხადა ისლამური სახელმწიფოს საბოლოო მიზანი გარკვეულია და ისინი ხალიფატისთვის იბრძვიან. ექსპერტთა განცხადებით ისლამური სახელმწიფოს რიგებში რამდენიმე ასეული რუსულენოვანი ჯიჰადისტია და მათი უმრავლესობა ჩეჩენია. ისლამური რესპუბლიკის მუქარას რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უპასუხა. კადიროვის განცხადებით ის ვინც რუსეთს და მის პრეზიდენტს ემუქრება განადგურებული იქნება.
http://pirveliradio.ge/?newsid=34024
მიმაგრებული სურათი