100 მილიონი მოსწავლისთვის პროგრამირების საწყისების შესასწავლად ფულის შეგროვება დაიწყო
The Village - ინტერნეტში დაიწყო კამპანია, რომლის მიზანია ფულის შეგროვება პროექტისთვის, რომელიც სკოლის 100 მლნ მოსწავლის პროგრამირების საფუძვლების შესწავლას ითვალისწინებს. ინფორმაცია ამ პროგრამაზე საიტ Indiegogo-ზე არის მოცემული.
ამ ინიციატივას უკვე უჭერენ მხარს Google და Microsoft-ი, ასევე პირადად ბილ გეითსი და LinkedIn-ის დამფუძნებელი რიდ ჰოფმანი. პროექტში იმდენი ფული ჩაიდება, რამდენიც შეგროვდება.
პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ 100-მა მილიონმა მოსწავლემ მთელი მსოფლიოდან გაიაროს პროგრამირების საბაზისო კურსი Hour of Code. სასწავლო მასალები უკვე ნათარგმნია 30 ენაზე, მაგრამ პროექტის გაშვებისთვის საჭიროა ინფორმატიკის 10 ათასი მასწავლებელი დაწყებითი კლასებისთვის, 500 - საშუალო კლასებისთვის და 200 - უფროსი კლასებისთვის.
ქრაუდფანდინგის კამპანია 2014 წლის დეკემრამდე გაგრძელდება. ჯერ მხოლოდ $73 ათასია შეგროვებული. ინიციატივის რეალიზაციას კი $5 მლნ სჭირდება.
2013 წელს, code.org-ის ანალოგიურმა პროგრამამ 43 მლნ მონაწილე მოიცვა, რომლებმაც Hour of Code გაიარეს. ამის შემდეგ პროგრამირების სრული კურსი 40 ათასზე მეტ სკოლაში დაინერგა. ამასთან, ახალა, მსოფლიოს სკოლების 90%-ში ინფორმატიკა არ ისწავლება.
http://www.agora.ge/news_.php?news_id=6469არ გვჭირდება, არანაირი სარგებელი არ აქვს ამდენი ჰუმანიტარულ საათს სკოლაში..
რაც მართლა გამოადგებათ ბავშვებს ის ასწავლეთ, თავიანთი შემოსავალი მაინც ექნებათ რომ გაიზრდებიან!!
პრგრამირების რამდენიმე მიმართულება არსებობს, სადაც ყოველთვის არის მოთხოვნა კარგ კადრებზე, არ ხარ შეზღუდული საქართველოთი და უცხოელ დამკვეთებზე და პროექტებზე შეგიძლია იმუშაო მარტივად საქართველოდან თუ იცი შენი საქმე.
კაცობირობა რაც უფრო განვითარდება მით უფრო მოთხოვნადი იქნება ციფრული ტექნოლოგიები, ამიტომ ჯობია ვიღაცების წამებების და გმირული ცხოვრებების სწავლების ნაცვლად ის ისწავლებოდეს რაც მართლა სასარგებლო იქნება.