ყოველდღე რომ თითებს და კლავიატურას ვცვითავთ აქ პოსტვაში და შედეგი -1
რამე გავინძრეთ,გამოვცოცხლდეთ
გავაკეთოთ რამე ქმედითი
შევქმნათ პოლიტიკური პარტია და ამჟამინდელ-იმჟამინდელი მთავრობა მოვაშოროთ თბილ სავარძლებს
დავამყაროთ ხალხიდან წამოსული ადამიანების მმართველობა
რომ ვმსჯელობთ ხოლმე 2016-ში ვინ ავირჩიოთო,ოცნებამ არ გაამართლა და ნაცებს ხომ არ დავაბრუნებთ
ალტერნატივა არ არსებობს
შევქმნათ ფორუმელებმა პოლიტიკური პარტია,აქ ბევრი მოაზროვნე პოსტავს
გავითვალისწინებთ სხვების შეცდომებს და გამოვასწორებთ
ფორუმის საშუალებით პირდაპირი კონტაქტი გვექნება ხალხთან
სავარაუდო სახელი -"ძლიერი ფორუმი ძლიერი საქართველოსთვის"
ან რაღაც ასეთი
წინასწარ დავაკომლექტებთ მთავრობის ნაწილს
მაგალითად
სოფლის მეურნეობის მინისტრი- რა თქმა უნდა ყვარყვარე
შს მინისტრი- ლივერმანი
იუსტიციის მინისტრი- კოდექსი
კულტურის მინისტრი -სპლიყვი
გარემოს დაცვის მინისტრად- ვინმე ფლორა და ფაუნიდან
ენეგრეტიკის მინისტრი- დეგა
თავდაცვის მინისტრად- ტანკე
ეკონომიკის მინისტრი- სპორტი
განათლების მინისტრი- ვინმე განათლების განყიდან..
საგარეო საქმეთა მინისტრი - 7 ნოემბერი
ფინანსთა მინისტრი - მეცამეტე სართული
...დანარჩენებიც მოიძებნება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პრემიერობის ტვირთს მე ავიღებ საკუთარ თავზე
ყველა რესურსი იქნება რომ გავიმარჯვოთ
გავავრცელოთ ჩვენი ხმა ხალხში და ერთხელ და სამუდამოდ გადავაგდოთ უქნარა ჩინოვნიკები
ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას,დავაბრუნებთ წართმეულს
სწორი ეკონომიკური სტრატეგიით გავაძლიერებთ ქვეყანას და ეს წინსვლა აისახება საქართველოს ყველა მოქალაქეზე
შემუშავდება ნორმალური შრომის კოდექსი,ცივილური და არა მონური
გაიზრდება პენსიები და სოციალური დახმარებები
გაიზრდება თავდაცვის ბიუჯეტი,შევიძენთ ახალ იარაღს რათა დავიცვათ საქართველოს ცა,გავზრდით ჯარის რაოდენობასა და ხარისხს
შეიქმნება ანტიმონოპოლიური სამსახური რომელიც გამოააშკარავებს დაძმობილებულ ვეშაპებს და აიძულებს დაწიონ გაბერილი ფასები
ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელდება ცვლილებები,დაიხვეწება საყოველთაო ჯანდაცვა,გარემონტდება და შესაბამისად აღიჭურვება ყველა საავადმყოფო,ექიმი ყველა სოფელს
შს სამინისტროში განხორციელდება წმენდა,ყველა არაკომპეტენტური და უვარგისი ადამიანი დატოვებს თანამდებობას
დაიწყება სისტემის გაჯანსაღება...
და ასე შემდეგ
ეს ყველაფერი მოესწრება დაახლოებით 3 წელიწადში,ამ დროში იქნება საგრძნობი ცვლილებები და ქვეყვის წინსვლა
This post has been edited by M-I-K-I on 3 Oct 2014, 18:07