ირაკლი ღარიბაშვილი - ეს მატჩი არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ქართველებსა და ოსებს შორის
15:06 12-10-2014
ირაკლი ღარიბაშვილი - ეს მატჩი არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ქართველებსა და ოსებს შორის
ფოტო
გორის ცენტრალურ სტადიონზე ცხინვალის "ლიახვსა" და საქართველოს მთავრობის წევრებით დაკომპლექტებულ გუნდ "თბილისს" შორის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობს.
"თბილისის" შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის წევრები და ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები თამაშობენ. გუნდს ირაკლი ღარიბაშვილი კაპიტნობს. სრული განაცხადი კი ასეთია: ძირითადი შემადგენლობა: ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე, ოთარ დანელია, ლევან ყიფიანი, ელგუჯა ხოკრიშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე (მეკარე), სოსო ვახტანგიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ქინქლაძე, კახა ცხადაძე, ლევან კობიაშვილი. სათადარიგო შემადგენლლბაში კი არიან ალექსანდრე იაშვილი, მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ანჩაბაძე, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ლომაია, გიორგი დემეტრაძე, გიორგი რევაზიშვილი, დავით მუჯირი, ლევან სალუქვაძე და ალექსანდრე ამისულაშვილი.
რაც შეეხება ცხინვალის "ლიახვს", გუნდი, ძირითადად ცხინვალიდან ჩამოსული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. როგორც მატჩის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, ეს მატჩი არის ძალიან წინადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ქართველებსა და ოსებს შორის.
"საკმაოდ უჩვეულო ფორმაში ვართ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი იდეა, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე სპორტი. იდეა დაიბადა დაახლოებით ორი თვის წინ, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. შევიტყვე, რომ ჩვენს ოს ძმებს სურდათ გორში ჩამოსვლა და კარიერის გაგრძელება ჩვენთან. ამ ინიციატივას მაქსიმალურად დავუჭირეთ მხარი. ისინი ძალიან წარმატებულად ასპარეზობენ და პრაქტიკულად, ყველა გუნდს უგებენ მეორე ლიგაში. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ოს ძმებთან ერთად ძალიან მეგობრული თამაში გავმართოთ. ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ჩვენს ძმებს – ოსებსა და ქართველებს შორის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საფეხბურთო თვალსაზრისით ის ძალიან ცუდ ფორმაშია, თუმცა მისი გუნდის იმედი აქვს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი სურვილია, დღევანდელ თამაშში ცხინვალის "ლიახვმა" გაიმარჯვოს.
ცხინვალის "ლიახვის" კაპიტნის, ვალერი ჯელიევის თქმით კი, ცხინვალის "ლიახვში" არიან ქართველებიც და ოსებიც და გუნდში ძალიან მეგობრული სიტუაციაა. "ძალიან კარგი თამაში იქნება დღეს. ჩვენ ვთამაშობთ "ლიახვში", რომელ გუნდშიც ძალიან მეგობრული დამოკიდებულებაა ერთმანეთის მიმართ", - განაცხადა ჯელიევმა.
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან ძმობა გვსურს და დღევანდელი თამაში ამის დემონსტრირება იყო
17:35 12-10-2014
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან ძმობა გვსურს და დღევანდელი თამაში ამის დემონსტრირება იყო ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან მტრობა არ გვინდა, ჩვენ მათთან ძმობა გვსურს და დღევანდელი თამაში ამის დემონსტრირება იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისისა" და ცხინვალის " ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაური მეგობრული თამაშით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ ეს იყო ნდობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი.
"საოცარი განწყობა მაქვს. ეს იყო ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენს შორის ნდობა აღდგეს. ძალიან მიხარია, რომ არის ჩვენი ოსი ძმების ასეთი ჯანსაღი თაობა. ძალიან კარგი განწყობა იყო, მე ვგრძნობდი სიყვარულს და მეგობრობას, რომელიც მოდიოდა მათგან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მეორე ტაიმში გადავსულიყავი მათ მხარეს. ვფიქრობ, ძალიან კარგი, მეგობრული თამაში გამოვიდა. ყოველთვის ვცდილობ სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნას. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც მოხდა ჩვენს შორის. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ წარსულს. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, დავიწყოთ ნდობის აღდგენა. ცხინვალის "ლიახვი" წარმატებულად ასპარეზობს მეორე ლიგაში და ჩვენ მათ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ, რომ კიდევ უფრო წარმატებულები გახდნენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
"თბილისისა" და ცხინვალის "ლიახვის" ამხანაგური მატჩი დღეს გორის სტადიონზე გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა. "თბილისის" შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრები თამაშობდნენ. მეორე ტაიმში პრემიერმა ცხინვალის "ლიახვის" შემადგენლობაში ითამაშა, სამი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის დასასრულს გუნდებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
"ლიახვისა" და "თბილსის" ამხანაგური მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა
16:28 12-10-2014
"ლიახვისა" და "თბილსის" ამხანაგური მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა
ფოტო
ცხინვალის "ლიახვისა" და "თბილისის" ამხანაგური მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა. შეხვედრა გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა.
მატჩში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიმბოლურად, ორივე გუნდის შემადგენლობაში მიიღო. პირველი ტაიმი მან "თბილისის" შემადგენლობაში ითამაშა, მეორე ტაიმი კი "ლიახვში" იასპარეზა, სადაც სამი გოლი გაიტანა.
თბილისის" მხრიდან კი, ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, 1 გოლი – მიხეილ ყაველაშვილმა, 1 – ვალერი ჯელიევის ავტოგოლის შედეგად გავიდა. თუმცა, თავის მხრივ, ჯელიევმა თავის გუნდშიც გამოიჩინა თავი და მეოთხე გოლი "ლიახვში" სწორედ მან გაიტანა.
ინფოები ვითომ არის და არც არის....რა მატჩი შედგა ვისთან შედგა? მართლა ცხინვალელი ოსები იყვნენ ჩამოსული თუ ტრუხას წერენ?მხოლოდ ვიღაც ჯელიევს ასახელებენ ოსების მხრიდან თანაც წერენ ეს გუნდი ცხინვალის ლიახვი ჩვენთან თამაშობსო საქართველოს ჩემპიონატშიო და რა ცხინვალშია გუნდის ბაზა? ვინმემ იცით რამე სრულყოფილად?
პი.სი ვოვა გუცაევი რატომ არ ჰყავდათ გუნდში ჩვენებს?
პი.სი ისე თუ მართლა ცხინვალიდან ოსების გუნდი ივლის ჩვენ ჩემპიონატში მხოლოდ მივესალმები ორივე ხელით მარა ვერაფერი ვერ გავიგერას აბდაუბდობენ