სიმართლე რომ გითხრათ, უმაღლესი ბიზნეს-სკოლების შექმნის მიზანი ჩემთვის თავიდანვე საეჭვო იყო - თითქოს და, უნდა გადაემზადებინათ "ნასტავლი" ადამიანები და დიდი ბიზნესისათვის კვალიფიციურ მენეჯერებად მოემზადებინათ...
მეეჭვებოდა კი იმიტომ, რომ მენეჯერობა მმართველს ნიშნავს, ხოლო მმართველობა არ ისწავლება - ამას სჭირდება ისეთი პიროვნული თვისებები, რასაც ზრდასრული ადამიანი უკვე ძნელად შეითვისებს, რაც არ უნდა ინფორმატიულ-შემეცნებითი საუბრები ჩაუტარო მას...
გასაგებია, რომ ასეთ სკოლებში მოხვედრილ ადამიანებს ბევრ ისეთ ინფორმაციას აცნობენ, რასაც ძნელად თუ სადმე მოიძიებ, თუკი ამ დარგის სერიოზული მკვლევარი არა ხარ, მაგრამ რამდენად სწორად არის ეს ინფორმაცია შერჩეული და რა შედეგისათვის არის განსაზღვრული, ამის შესახებ ადრე, სანამ ახალი ხილი იყო ასეთი სკოლები, ვერ იდავებდი...
მაგრამ გავიდა დრო, და უკვე უამრავმა ახალგაზრდამ თუ ძველგაზრდამ დაამთავრა ეს არცთუ იაფადღირებული სკოლები (იესემი, ჯიპა, კავკასიის ბიზნესშკოლა და რაღაც ეგეთები...), დაპირებული მაღალანაზღაურებადი სამსახურებიც მიიღეს კაი მსუქან კომპანიებში, მაგრამ ეს რატომღაც არ დაეტყო ქართულ ეკონომიკას...
რაშია საქმე, მეგობრებო? რატომ ვერ ხერხდება ამ სკოლებში ათვისებული ბენდუქსიბრძნეებით ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება?
ჩამოყარეთ თქვენი ვარაუდები, თორემ მე კი ვიცი რაშიც არის საქმე და ვნახოთ აბა ერთი - რა ბიჭები და გოგონები ხართ!