წყარო -
http://www.media.ge/ge/portal/events/303176/სემინარი ჟურნალისტებისთვის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ შესახებ
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და იუსტიციის სამინისტრო იწვევს ჟურნალისტებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) შესახებ სემინარში დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრა გაიმართება 11 ოქტომბერს 12:00 საათზე „ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში“. მისამართი ლადო ასათიანის ქ. #62.
OGP საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის წევრი სხვა 64 ქვეყანასთან ერთად საქართველოცაა. სახელმწიფოები OGP-ის ფარგლებში შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, იღებენ ვალდებულებებს, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეასრულონ იმისათვის, რომ გაიზარდოს ხელისუფლების გამჭვირვალეობა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება.
მიმდინარე წელს საქართველომ მეორე სამოქმედო გეგმა წარადგინა. ქვეყანამ 2015 წლის ბოლომდე 27 ვალდებულება უნდა შეასრულოს. მათ შორისაა: პეტიციების ელექტრონული სისტემის შექმნა, ღია მონაცემების პორტალის www.data.gov.ge−ამოქმედება, საჯარო სამსახურში მიღების მიუკერძოებელი წესების შემუშავება, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა, ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკის გამოქვეყნება და სხვა.
სემინარის ფარგლებში ჟურნალისტები მიიღებენ ინფორმაციას როგორც ზოგადად პარტნიორობის, აგრეთვე საქართველოს მიერ აღებული თითოეული ვალდებულებების შესახებ. სპიკერები აუხსნიან მონაწილეებს თუ როგორ შეუძლიათ მათ ჩაერთვნენ სამოქმედო გეგმის შემუშავების და შემდეგ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში.
=============================
ნამდვილად იმართება. სწორედ აქ ვიმყოფები. საკმაოდ საინტერესოა, მიმდინარეობის პარალელურად ან/და საღამოს დავწერ დეტალებს.
პ.ს. მოდერებს ვთხოვ რეკლამაში არ ჩამითვალონ - დაწყებულია უკვე და წმინდად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზეა საუბარი.
This post has been edited by Denmark on 11 Oct 2014, 12:30