ახლა გავიხედე ფანჯრიდან (ავწიე ტრაკი ძლივს.. გავიარ გამოვიარე (ოთახში) )
ხოდა ვხედავ რომ ჩემი ბინის დაბლა (ფანჯრიდან კარგად ჩანს) მანქანების სამრეცხაოსავით გვაქვს რა..
ხოდა ვხედავ რომ არის გაფენილი ხალიჩა ძირს ბეტონზე და რეცხავენ ბავშვები..
საქემ ახლა რაშია..
ამ ბავშვების მშობლები დაახლოვებით ჩემს ასაკში არიან ან რამდენიმე წლით წინ არიან
ხოდა მახსოვს როგორ რეცხავდნენ ხოლმე თვითონ..
ჩამოვიდოდნენ ხოლმე ეზოში და ელოდნენ მშობლებს..
მერე ეს მშობლები ჩამოდიოდნენ იატაკის საწმენდ ჯოხზე გადაკიდული ხალიჩით..
ეჭირათ აქეთ იქიდან და მოქონდათ...
მერე ერთ-ერთი მეზობელი გადმოსძახებდა ხოლმე რომ რამდენი გაქვს გასარეცხიო..
ესეც ორს ან სამს ეტყოდა და თუ 2-3ს ეტყოდა ხოლმე ის მაშინ ეუბნებოდა რომ მეც გავრეცხავო..
მერე მოდიოდნენ სხვა ოჯახები და იდგენ ასე თან ჭორაობდნენ თან უცდიდნენ თავის რიგს როდის
გახეხავდა ეთერთი ოჯახის უმცროსი ბავშვი ამ ხალიჩას ხელის ჩოთქით...
თუ ფხვნილი მეტი დაეყრებოდა შემთხვევით, მტრისას...
ხოდა ახლა ის პატარა ბავშვები გაიზარდნენ, დათხოვდნენ და ყავთ შვილები..
ახლა ზუსტად ისე გადიან და უკვე ესენი არიან მშობლების როლში...
მათი პატარა ბავშვები კი ხელის ჩოთქით და არიელით ისევ რეცხავენ ამ ხალიჩებს..
ხომართლა.. რეზინის ფლოსტები დამავიწყდა.. აწეული/აკეცილი ჯინსები და შიშველი ფეხები
ხოდა მინდოდა რომ უბრალოდ დამეფიქსირებინა რომ ძააააააალიან ###ობა მგონია მე და რეევიცი
პ.ს. მე ზუსტად იმეების გათვალისწინებით მაქვს ლაპარაკი რაც დავწერე.. თითოეული დეტალიდან გამომდინარე.. თორემ ისე რომ ნახევარი საქართველო ასე რეცხავდით ხოლმე ხალიჩებს, ეგ ვიცი, (დანარჩენ ნახევარს არ ქონდა ხალიჩა რომ გაერეცხა) უბრალოდ მე უფრო სხვა ფენომენზე ვისაუბრე
პპს კითხვა: ეს ტრადიციაა? (შესაბამისი გაგებით.. თუ გნებავთ.. და ჩემი მონათხრობის გათვალისწინებით)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩემპიონატიდან ახლახანს დავბრუნდი.. პიურე უკვე მზადაა... ფანჯარა არ მაქვს
დიდ ნოთ რიდ ლოლს ვინც გააკეთებს ჩუსტებიანად ვიპარავ
This post has been edited by ErikTon on 11 Oct 2014, 14:52