ფანჯიკიძის (ბუდაპეშტის) ქუჩის მაცხოვრებლები დღეს ადამიანის საშინელმა ყვირილმა გააღვიძა. როგორც ირკვევა, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცს აკავებდა.მამაკაცი საშინელი ხმით შველას დაახლოებით 20 წუთი ითხოვდა და ამ ხნის განმავლობაში აივნებზე გასული ადგილობრივები თვალს ადევნებდნენ იმას, თუ როგორ უწევდა იგი წინააღმდეგობას პოლიციელებს, რომლებიც მის მანქანაში ჩატენვას ცდილობდნენ.
თვითმხილველის განცხადება : „მოგვესმა არაადამიანური ხმები, ახალგაზრდა ბიჭი ყვიროდა, „მამა, მიშველეო“, პოლიციელები მას ძალის გამოყენებით მანქანაში ტენიდნენ, ის კი ეწინააღმდეგებოდა. ეს პროცესი დაახლოებით 10–15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ მანქანაში ჩატენეს. გარკვეული დროის განმავლობაში მანქანიდან კიდევ ისმოდა მისი ყვირილი, შემდეგ კი გააჩუმეს – რა გზით, არ ვიცით. პოლიციელები მანქანიდან გადმოვიდნენ და რამდენიმე წუთი კიდევ რჩებოდნენ ადგილზე. ამ დროისთვის მათ პატრულის მეორე ეკპაჟიც შეუერთდათ. მათ დაკავებული ბიჭის მანქანაც წაიყვანეს და წავიდნენ“- აცხადებს თვითმხილველი.
http://www.tzona.org/budapestis-qucaze-sas...lis-xma-ismoda/