მოგესალმებით თანაფორუმელებო..
დიდი ხანია მინდოდა ე.წ Cafe Racer ბაიკის აწყობა და როგორც იქნა ხორცი შეესხა ჩემს მიზანს..
დონორად გამოვიყენე Suzuki TU250X
არ მინდოდა მძიმე, ბევრ ცილინდრიანი და კარბურატორიანი ბაიკი ამიტომაც 250 იანზე ჩემაჩერე არჩევანი.
ამ ბაიკის მთავარი პლიუსი არის Fuel injection და მცირე მასა - 148 კილოგრამს იწონის ქარხნულად (ჩემი კიდევ უფრო დამსუბუქებულია)
ბაიკი შევიძინე ამერიკაში აუქციონზე, გაძარცვული მაგრამ რაც მთავარია უავარიო



აკლდა: სკამი, კრილოები, გვერითა პლასტმასები და კიდე წვრილმანები..
რომ ჩამოვიდა აკუმულატორი ქონდა მკვდარი, შევუცვალე ეგ, ბენზინიც ახალი ჩავასხი და დაიქოქა მალვე.
მერე კაი ხანი მეყენა გარაჯში აწყობის მოლოდინში.. ვერა და ვერ მოვიცალე რომ დამეწყო საქმე..
დიდი ხნის აწონ-დაწოვნის შემდეგ გადავწყვიტე Street Tracker მიმართილებით წავსულიყავი და შევურჩიე/შევუკევეთე აქსესურები: ახალი ფარა, ახალი სარკეები, ახალი გრიპსები, ახალი ციმციმები, ახალი ტორმუზის მაშუქი, გრიპსები (ყავისფერი), ჩანგლების ჩიხოლი ე.წ "გარმოშკა"
სკამის შეკევრა თბილისში გადავწყვიტე რადგანაც მზა სკამი საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდებოდა.
მოკლედ ეხლა გავრბივარ და როგორც კი მოვიცლი ნელ-ნელა დავდებ ფოტო მასალას..
Умирать не страшно - страшно не жить.