ღამის 2 საათზე გამოსახლება,სამართლიანობის აღდგენაა?
http://news.ge/ge/news/story/108219-sotsia...itsiam-dakitkhaსოციალურად დაუცველი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, პოლიციამ დაკითხა
13 ოქტომბერი 10:32
130
სოციალურად დაუცველთა გუშინდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილე მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯაბა სურგულაძეს თითქმის ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ. პოლიციაში მასთან ერთად მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელიაც მივიდა.
დაკითხვაზე კიდევ რამდენიმე ადამიანია დაბარებული, ისინი სავარაუდოდ დაკითხვაზე დღეს გამოცხადდებიან.
"უნდა შედგენილიყო ოქმი, რომ მე გამოვიძახე პოლიცია და დაფიქსირდა კიდევ ის, რომ მქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, სადაც მაშველმა გადამარჩინა. მეტი არაფერი ისეთი. რამდენიმე ადამიანმა დარეკაო, სამმა ადამიანმა, რომლებიც არიან დაბარებული ხვალაც და ზეგაც." - განაცხადა ჯაბა სურგულაძემ.
ცნობისათვის, სოციალურად დაუცველთა გამოსახლებას გვიან ღამით ლოტკინის დასახლებაში ხმაური მოჰყვა. რამდენიმე სოციალურად დაუცველმა თვითმკვლელობა, ერთერთმა კი თავის დაწვა სცადა.
http://newsday.ge/index.php?newsid=11203ლოტკინის დასახლებაში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების აქცია გრძელდება
სიახლეები, პოლიტიკა
12:30:58 ორშ 13 ოქტომბერი 2014
ლოტკინის დასახლებაში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების აქცია გრძელდება - ზღვის უბნის II მიკრო-რაიონში მოქალაქეები კვლავ არიან შეკრებილნი. წუხანდელისგან განსხვავებით, აქცი დღეს ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს. სოციალურად დაუცველები პოზიციას არ ცვლიან და მიუხედავად სახელმწიფოს გადაწყვეტილებისა, ისინი საცხოვრებელი ფართების დატოვებას არ აპირებენ. დღეს აქციის მონაწილეებს დედაქალაქის ვიცე-მერი და გლდანი-ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ზღვის უბნის II მიკრო-რაიონში სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა თვითმკვლელობა სცადეს. პროტესტის უკიდურესი ფორმით ისინი ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 108 ოჯახს საცხოვრებელი ფართების დატოვება მოუწევს.
სოციალურად დაუცველი 108 ოჯახი ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში 2003 წლიდან ცხოვრობს. საცხოვრებელი კორპუსი კი 2007 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. წყარო ტელეკომპანია „რუსთავი 2
- See more at:
http://newsday.ge/index.php?newsid=11203#s...h.dLOhLtro.dpuf
http://primetimenews.ge/?page=19&news_id=34546&c=2 ეს თუ კარგი და კეთილი მთავრობაა აღვიდგინონ ყველაფერი და შეწყდეს გამოსახლება“, – აცხადებს ერთ–ერთი სოციალურად დაუცველი.
This post has been edited by temart on 13 Oct 2014, 13:34