მოკლედ ბოლო წლებია საქართველოს მოსახლეობა გმინავს საწვავის ფასების გამო. ლიტრიდან 50 თეთრი მიშას ჯიბეში ვერ იპოვეს, ვერც ე.წ. გარიგებები. ამიტომ მეტი განათლება – კერძოდ თქვე დალოცვილებო შეიკრიბეთ რამდენიმე ასეული ფორუმელი ფიზიკური პირი, თქვენი მეგობრები, ასევე რამდენიმე ათეული იურიდიული პირი. დაარეგისტრირეთ ამხანაგობა, ხოლო იურიდიულმა პირებმა კოოპერატივი. შეიტანეთ საწევრო, გინდ მოსაკრებელი დაარქვით და ამხანაგობის სახელით მიადექით ნებისმიერ ნავთობ იმპორტიორს, გააკეთეტ კონსოლიდირებული შეკვეთა მინიმუმ 10 ტონაზე (ტალონებით მიწოდება) და სულ ცოტა 20 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებთ ლიტრაზე.
მოეშვით ამ უსაქმურ ვაი ვუის. საწვავი ღირს იმდენი რამდენიც ღირს. ჯობია შარვლის ჯიბეში ცხვირსახოცივით ჩატენილი ეკონომიკური ბაკალავრიატის დიპლომი და დიპლომისთვის მიღებული განათლება რამენაირად ახლა მაინც გამოიყენოთ.
ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ ეს პრობლემა (თუ პრობლემაა საერთოდ) და ერთ ერთი ნავთობ იმპორტიორიდან ევრო დიზელს – არ გეჩვენებათ – ევრო დიზელს ––– ვიღებთ (9 იურიდიული პირის კოოპერატივი) 1,90 თეთრად

. იმპორტიორები ითხოვენ მონიმუმ 10 ტ შეკვეთას. ვინაწილებთ შეტანილი პაის მიხედვით, ვისხავთ ტალონებით.

შეუკვეთავთ მეტს? მეტ ფასდაკლებას მიირებთ! :0
მორჩა ბაზარი, შეუდექით საქმეს.