+1
უკვე ზმანებად გადამექცა

თითქოს დღეს ყველაფერი გადაიქცა ზმანებად
გაყინული გულებით ვეღარ ვამჩნევთ წამებას
ძნელი არის ცხოვრება იყო მტკიცე ურყევი
მაგრამ უფრო ძნელია რამე დაგვრჩეს უთქმელი
რა აზრი აქვს დამალვას უნდა გითხრათ სათქმელი
ძნელად მოსახვეჭია მარადისი წამები
ზიზღნარევი ღიმილით დამცინავი თვალებით
არ მოგბეზრდათ ცხოვრება ერთმანეთის წამებით
ხანმოკლეა ცხოვრება ხან ტკბილი ხან ავბრდი
აზრზე მოსვლას ვერ ვასწრებთ ისე გარბის წამები
წამებს მოსდევს წუთები წლები სადღაც მირბიან
გვეჩვენება ცხოვრება უსასრულოდ დიდია
ვერაფრით ვერ შევცვალე ეს უაზრო დღეები
ერთმანეთს ენაცვლება უღიმღამო ფერებ
ყველგან გულის ტკივილი შვება ვერსად ვიპოვე
საფუძველი ტკივილის მუდამ არის სიშორე
ვაი რომ სიყვარულმაც ქვეყნად ფასი დაკარგა
ალბათ ო რა მწველია სიყვარულში დაკარგვა