#42489432 · 9 Oct 2014, 14:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ ახლადარჩეული აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი პარტიას ახალ სულს შთაბერავდა , რაც თავისთავად ამ პარტიის სოციალ დემოკრატიულ კურსს გააძლიერებდა.
"ქართული ოცნების"-ათვის სოციალ დემოკრატიული იდეები არც მანამდე ყოფილა უცხო.
გავიხსენოთ პარტიის თავმჯდომარის პირვანდელი ინტერვიუები. სადაც ის საბჭოთა საქართველოს ცხოვრებას თბილი ეპითეტებით და ნოსტალგიით იხსენებს.
გავიხსენოთ ოცნების დაპირებები- შემცირებული კომუნალური გადასახადები, შეღავათები საბანკო დავალიანებებზე, გაიაფებული ბენზინი და პირველადი მოხმარების პროდუქტები, საყოველთაო ჯანდაცვა.
მე თემა იმისთვის არ გამიხსნია, რომ გავარკვიოთ რა შესრულდა და რა არა, ან რა სრულდება და რა არა.
უბრალოდ მინდა ჩამოვყალიბდეთ: გადამწყვეტი იყო თუ არა ოცნების ხელისუფლებაში მოსასვლელად ეს დაპირებები?!. ამიტომ მისცა თუ არა მათ ამომრჩეველმა ხმა?!
...და თუ ეს ასეა- რანაირად ხდება , რომ ქვეყნის მმართველი სოც. დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე , ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანია და ამავე პარტიის გენ.მდივანი ,ქვეყნის ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ?
ვიცი ... იქნება არგუმენტები, რომ სოციალურმა დაპირებებმა კი არა, ნაცებთან გაუცხოებამ მოიყვანა ისინი ხელისუფლებაში.
ესეც მესმის, მაგრამ - მაშინ კალაძე და ივანიშვილი საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ- ამბობენ რა, რომ სოც.დემოკრატიულ პოლიტიკას აგრძელებენ კვლავაც, რადგან ამ პოლიტიკის შედეგები არ ჩანს. ვერც ერთი თქვენგანი ვერ დამისახელებს ,ერთ ანტიმონოპოლიურ ქმედებასაც კი , რომელიც 2 წელიწადში განხორციელდა, რაც ნიშანი იქნებოდა ამგვარი პოლიტიკისა.
მოდი გავცეტ პასუხი სახელობით და არგუმენტირებულად:
1. ნაცებისგან გადაღლილებს ხელისუფლება გამოგვართვეს და ეხლა იმას აკეთებენ რაც თავად უნდათ? 2.ნაცებისაგან გადაღლილებს ხელისუფლება გამოგვართვეს და ეხლა არ იციან რა უნდა ქნან? 3.ნაცებისგან გადაღლილებს ხელისუფლება გამოგვართვეს და 2 წელიწადში ყველაფერი გაცილებით კარგად იქნება?
და მეორე შეკითხვა: მილიარდელები სოციალ-დემოკრატიულად აზროვნებენ?
This post has been edited by primatii on 9 Oct 2014, 14:27
--------------------
დათა თუთაშხია მეგრელის დაწერილია....ჭაბუამ მისგან აიღო მასალები და გაალამაზა ყვარყვარე
უკრაინელსა და რუსს შორის ბევრად მეტია საერთო ვიდრე კახელსა და მეგრელს შორის ისევ ყვარყვარე
|