არადა გადაჩვეული ვარ მოსაწევს. ყველანაირს. იყო პერიოდი არ შემეძლო ცხოვრება მარიხვნის გარეშე. ის დრო წარსულს ჩაბარდა და არც მენატრება ხოლმე დიდად.
მაგრამ დღეს, ამ მუქ და შავთეთრ ამინდში. უძილო ღამის შემდეგ, როდესაც ისევ არ მეძინება, როდესაც არანაირი საქმე არ მაქვს, როდესაც ალკოჰოლის ყიდვა არამარტო მეზარება, არამედ უბრალოდ არ მინდა, მოწყენილობისას ვუყურებ რაღაც ფილმებს და ყველგან ეწევიან და ეწევიან მოსაწევს და მხიარულობენ. და მერე მახსენდება, რა მხიარული და ფერადი ხდება ყველაზე ჩაჟალტამებული დღე, როდესაც მოწეული ხარ.
არ ვიცი პოლიტიკურად ვარ თუ არა მომხრე ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაციისა, მაგრამ დღეს, უდიდესი სიამოვნებით ერთ კარგ, სუფთა ბალახით, უთამბაქოდ შეხვეულ ტარიანს (ან ჯოინტს, ან ბლანტს, სახელს არ აქვს მნიშვნელობა) გავასაღებდი. მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?