წკავწკავებს კრემლის კრისა...
ბორისის, ღარიბას, ვოლსკისა და იმ დეზინტეგრაციის მინისტრის განცხადებებს რატომ არ მოჰყვა უმსუბუქესი შედეგები?
ნინო ბურჯანაძე - კონკრეტული მინისტრების უპასუხისმგებლო განცხადებებს რუსეთის უმძიმესი რეაქცია მოჰყვა
17:57 15-10-2014
ნინო ბურჯანაძე - კონკრეტული მინისტრების უპასუხისმგებლო განცხადებებს რუსეთის უმძიმესი რეაქცია მოჰყვა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გარეშე, ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსს , - ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შესაძლო ხელშეკრულების გაფორმების შეფასებისას განაცხადა.
"მე არაერთგზის გავაკეთე განცხადება და გავაფრთხილე ქართული პოლიტიკური ელიტა, რომ მათ მიერ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები პროცესებს დააჩქარებდა და სერიოზულ ჩიხში შეგვიყვანდა. ჩემი პროგნოზი ამჯერადაც გამართლდა და იმ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებიც კეთდება კონკრეტული მინისტრების მხრიდან, რაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ეხება, მოჰყვა უმძიმესი რეაგირება რუსეთის მხრიდან, რომლის შესახებაც ჩვენ რუსეთი თავის განცხადებებში ადრეც გვაფრთხილებდა. რამდენიმე კვირის წინ პირველად გაკეთდა განცხადება აფხაზეთთან რუსეთის ერთობლივ საჯარისო ფორმირების შესაძლო შექმნის თაობაზე, დღეს კი უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული ძვრები მოხდა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების არასწორი მოქმედებების, რუსეთთან რეალური პოლიტიკის არარსებობის გამო ხდება ამ პროცესების დაჩქარება", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აბსოლუტურად არაადეკვატურია.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს განცხადებას, რომ აღნიშნული მოქმედებები ხელს შეუშლის რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას. რომელ ნორმალიზაციაზე ვლაპარაკობთ? მხოლოდ რამდენიმე ბოთლი ღვინის რუსეთის ბაზარზე გატანაზე? თუ ვლაპარაკობთ რეალურ ნორმალიზებაზე, რომელიც არც დაწყებულა და არც დაიწყება იმის გამო, რომ ჩვენ გუშინ და გუშინწინ კიდევ ერთხელ გავხდით თვალნათლივ მოწმენი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს ერთიანი გუნდი, ერთიანი პოზიცია მათ შორის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა რუსეთთან ურთიერთობები. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ მავნებლურ განცხადებებს, რომლებიც შეიძლება არის რომელიმე სახელმწიფოს საამებელი, მაგრამ ნამდვილად არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ამის მაგალითი იყო განცხადებები ნატო-ს ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის განცხადება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით, თუნდაც მისი დღეს გაკეთებული განცხადება, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თურმე რა გადაწყვეტილებას მიიღებს აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება. დიახ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა გადაწყვეტილებას მიიღებს აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმოადგენს აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც დღეს აფხაზეთში ცხოვრობს და არ წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილი ასიათასობით ადამიანის ინტერესებს, მაგრამ ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ რეალობას, ვესაუბროთ ამ ადამიანებს, მით უფრო ამ კონკრეტულ სიტუაციაში თავად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამაც კითხვის ნიშნები გააჩინა. როდესაც ამას არ იყენებ და ამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როცა ვერ ბედავ იმას, რომ პირდაპირ დაელაპარაკო აფხაზეთის და ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, ეს ყველაფერი სწორედ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ის მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, "ჩავიდნენ აფხაზეთში და ოსეთში, დაელაპარაკონ ადგილზე მყოფ ადამიანებს".
"ჩვენ რომ გვყავდეს რეალურად პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი ხელისუფლება, დღეს უკვე პირდაპირი დიალოგი ამ თემებთან დაკავშირებით მოსკოვთან დაწყებული უნდა იყოს. მაგრამ ამას ვერავინ ბედავს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე იყურება მოკავშირეების მიმართულებით, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დღესაც აცხადებს, რომ მალე დეოკუპაციის პროცესი დაიწყება საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით. სამწუხაროდ, ეს არის ილუზია, ეს არის ჩვენი ხალხის მოტყუება. ვერავინ ვერ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელ საქმეს და არც უნდა მოვთხოვოთ დასავლეთს, რომ ჩვენს მაგივრად იმოქმედონ. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს ხელისუფლება რომელი მიმართულებიდან წამოსულ დაკვეთას შეასრულებს, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან. საქართველოს ხელისუფლება იმ საქმეს უნდა აკეთებდეს და იმ დაკვეთას ასრულებდეს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ინტერესებს შეესაბამება და მხოლოდ ქართველი ხალხისგან მოდის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ "რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გარეშე, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დასავლეთთან, აღმოსავლეთთან ან სამხრეთთან მტრობას და ურთიერთობების გაწყვეტას, ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსს და შეიძლება კიდევ უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე დავდგეთ".
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...vshirebith.html This post has been edited by The13thFloor on 15 Oct 2014, 18:24