არავისთვის ახალი ამბავი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ თბილისში ძალიან ბევრი მძღოლი აპარკინგებს თავის მანქანას პანდუსზე. თავიდან აღვშფოთდით, შევშფოთდით, გავბრაზდით, 1-2 დავიყვირეთ ჩვენთვის, მერე იმდენი ფაქტი ვნახეთ, რომ თითქმის შევეგუეთ კიდეც და აღარც გვიკვირს. აღარ გვიკვირს, მაგრამ გვაწუხებს. (ყოველ შემთხვევაში მე ასე დამემართა. ისიც აღარ მიკვირს, სკოლაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს კარს რომ უჭედავენ.)
რამდენი ფოტო გამომზეურდა, რა აღარ უწოდეს ამ ადამიანებს, როგორ არ გამოლანძღეს, მაგრამ შედეგი არ ჩანს.
ხოდა, დღეს სახლის გზაზე მოვსეირნობდი და რაღაცეებზე ვფიქრობდი, არ მახსოვს როდის და რატომ დამარტყა თავში იდეამ და დავიწყე პანდუსზე გაჩერებული მანქანის ძებნა. გადავწყვიტე, რომ როგორც კი ასეთ მანქანას შევამჩნევდი, ფურცელზე დამეწერა რაიმე ფრაზა და "დვორნიკის" საშუალებით მძღოლის სკამის პირდაპირ შუშაზე დამემაგრებინა, ჩაჯდება თუ არა მანქანაში, თვალში რომ ეცეს. მერე ტექსტზე დავიწყე ფიქრი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ტექსტი აუცილებლად უნდა იყოს პოზიტიური და გადავწყვიტე, რომ დამეწერა ასე: "ძალიან გთხოვ, ნუღარ გააჩერებ მანქანას პანდუსზე. მე ეტლზე ვზივარ და შენ გამო გადაადგილება მიჭირს."
მერე მომეწონა ჩემი იდეა და გადავწყვიტე, რომ ყოველთვის ვიქონიო თან ფურცელი და კალამი და არ გამოვტოვო არცერთი ასეთი მანქანა, ყველას დავუტოვო წარწერა.
და მერე ვიფიქრე, რომ რაც მეტი ადამიანი გააკეთებს ამას, მით უფრო მეტ მძღოლამდე მივა სევდიანი საჩივარი და იქნება შედეგი უზარმაზაარი

მე ამის მჯერა

და მადლობა Facebook-ს, რომ მე შემიძლია ჩემი იდეა ძალიან ბევრ ადამიანს გავუზიარო.
ხოდა, მეგობრებო, ჩააგდეთ ჩანთაში კალამი და ფურცლები და დაირაზმეთ ჩვენს ქალაქში სოციალური პასუხისმგებლობის დონის ასამაღლებლად! ^_^
იყავით კრეატიულები ტექსტის შედგენისას, მაგრამ გახსოვდეთ, ტექსტი აუცილებლად უნდა ატარებდეს პოზიტიურ ფორმას და არ უნდა ლანძღავდეს მძღოლს!
ჩვენ ამას შევძლებთ, თუ მოვინდომებთ : )
და გაავრცელეთ, გაავრცელეთ რაც შეიძლება ბევრგან და ბევრთან ეს ინფორმაცია.
https://www.facebook.com/events/34756775207...1/?notif_t=like