
დორტმუნდის ‘ბორუსიის’ მწვრთნელმა უკვე გამოთქვა შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპულ კლუბში მოთამაშე ბევრი აფრიკელი ფეხბურთელი ნაკრებში გამოძახებისას ებოლას ვირუსით დაავადების სერიოზული რისკის ქვეშ დგას.
კლოპმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა 17 იანვრიდან 8 თებერვლამდე მაროკოში ჩასატარებელ ‘აფრიკელ ერთა თასის’ საკითხი, რომლის შესახებაც FIFA უკვე გაფრთხილებული ჰყავს ფრანგულ კლუბ ‘ლიონის’ პრეზიდენტს. იტალიურ ‘მილანს’ კი, თავის მხრივ, შაბათ-კვირას უკვე მოუხდა იმის დადასტურება, რომ მიქაელ ესიენი აღნიშნული ვირუსით არ არის დაავადებული.
ახლა, მაშინ, როცა ებოლას ვირუსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვმა უკვე 4500-ს მიაღწია, მაროკომ კონტინენტის ფედერაციას ‘აფრიკელ ერთა თასის’ გადადების თხოვნით მიმართა. მიუხედავად ამისა CAF-ი (აფრიკული ფეხბურთის კონფედერაცია) თავის პოზიციას იცავს და თვლის, რომ ჩემპიონატი დაგეგმილ ვადებში უნდა ჩატარდეს.
“ფაქტია, რომ ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობ,” განაცხადა კლოპმა. “როცა ქვეყანა თვლის, რომ პრობლემიდან გამოსავალი არ არსებობს, ჩვენ ამაზე უნდა ვიდარდოთ. არ გვაქვს უფლება, უბრალოდ თვალი დავხუჭოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ყველაფრის ისე გაგრძელებას ვაპირებთ, თითქოს არაფერი მომხდარა.”
კლოპმა განაცხადა, რომ იგი ებოლას ეპიდემიის შესახებ უკვე ესაუბრა კლუბის გაბონელ თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ხოლო ‘შალკეს’ ახალმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ, რომელსაც გუნდში რამდენიმე აფრიკელი ჰყავს, ასევე თავისი წუხილი გამოთქვა.
‘ლიონის’ პრეზიდენტმა ჟან-პიერ ოლამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან FIFA-ს უკვე მისწერა იმ კლუბების საკითხის შესახებ, რომლებშიც ფეხბურთელები თავიანთ ნაკრებთა გამო ებოლას საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ‘ლიონის’ ორმა ფეხბურთელმა: კლინტონ ნ’ჟიმ და ანრი ბედიმომ სიერა ლეონთან დაპირისპირებაში მონაწილეობა კამერუნის სახელით მიიღეს. ოლამ განაცხადა, რომ ‘ფრანგ პროფესიონალ კლუბთა გაერთიანებამ’ და ‘ევროპულ კლუბთა ასოციაციამ’ კლუბებისა და მოთამაშეების ინტერესთა შესაბამისად უნდა იმოქმედონ.
საფეხბურთო სამყარო ებოლას ვირუსზე ღელავს This post has been edited by Jean-Baptiste on 17 Oct 2014, 11:00
FBP.GE - საუკეთესო საფეხბურთო ონლაინ-ჟურნალი.
"When I die, Dublin will be written on my heart."