#42567294 · 17 Oct 2014, 12:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო ,ალბათ გაგიგიათ ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის მატრიცაზე,რომელიც ბიზნესს(წარმოებას ) ყოფს შემდეგ კატეგორიებად:
ვარსკვლავი (Star) – ამ პროდუქტს აქვს მაღალი ზრდის ტემპი და კომპანიის გაყიდვებში იკავებს დიდ წილს. ამ პროდუქტზე უნდა დაიხარჯოს ბევრი ფული, რომელიც პირდაპირ აისახება გაყიდვების ზრდაზე, ანუ ეს პროდუქტი სწრაფად ზრდადია და შესაბამისად მალე მიღწევს სიმწიფის ფაზას, სადაც უკვე გახდება ე.წ. „მეწველი ძროხა“ (Cash Cow).
„მეწველი ძროხა“ (Cash Cow) – ეს პროდუქტი ჩამოყალიბებულია, შესულია სიმწიფის ფაზაში, აქვს დაბალი სტაბილური ზრდა და მაღალი გაყიდვების წილი. ასეთი ტიპის პროდუქტზე ბევრი ინვესტიცია არ იხარჯება მარკეტინგში და გაყიდვებში, რადგან ბაზარი უკვე ათვისებული აქვს და ცნობადობა მაღალია.
„ძაღლი“ (Dog) – ამ პროდუქტს აქვს დაბალი ზრდის მაჩვენებელი და გაყიდვებშიც დაბალი წილი უკავია. ამ პროდუქტმა ვერ გაიარა ბრენდის განვითარების პირველი ეტაპი, ანუ გამოშვების და ვერ გადავიდა ზრდის ეტაპზე, რის შედეგადაც აჩვენა დაბალი გაყიდვები. ასეთი ტიპის პროდუქტების მინიმიზაცია უნდა მოხდეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ან რებრენდინგი ან წარმოებიდან ამოღება.
კითხვის ნიშანი (Question Marks) – პროდუქტები, რომლებიც აჩენენ კითხვის ნიშნებს. აქვთ მაღალი ზრდა, თუმცა კომპანიისთვის არ ტოვებენ მოგებას, აქვთ დაბალი გაყიდვების წილი. ასეთი ტიპის პროდუქტებმა თუ ზრდა შეწყვიტეს და ვერ გაზარდეს ბაზრის წილი ხდებიან ე.წ. ძაღლები და საბოლოოდ ამოსაღებია წარმოებიდან. ამ ბრენდზე უნდა დაიხარჯოს ბევრი ფული ან საერთოდ მოხდეს წარმოებიდან ამოღება.
ჩამოთვლილს შეუსაბამეთ ქართული კომპანიები,გთხოვთ პასუხები გაამყაროთ არგუმენტებით,წინასწარ მადლობა
|